კაბარდინო-ბალყარეთში ზვავს 11 ალპინისტი ემსხვერპლა. ექვსი დაკარგულია

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში, კაბარდინო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, მთაზე მიჟირგზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა და კიდევ ექვსი დაშავდა. ინფორმაციას იუწყება Reuters ადგილობრივ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.

ზვავი ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათზე ჩამოწვა, როდესაც ბეზენგის ხეობაში, 33 კაციანი ალპინისტთა ჯგუფი მარშრუტს გადიოდა.

მიჟირგი ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალია — მისი სიმაღლე დაახლოებით 5 025–5 047 მეტრს შეადგენს.

საგანგებო სამსახურების ცნობით, 7 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 9 საათისთვის, ჯგუფის 10 წევრმა მთიდან დამოუკიდებლად ჩამოსვლა შეძლო, ხოლო ექვსი ადამიანის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 50-ზე მეტი სპეციალისტია ჩართული — მათ შორის ელბრუსის მაღალმთიანი საძებრო-სამაშველო რაზმის თანამშრომლები. სამუშაოებში ჩართულია აგრეთვე ვერტმფრენი Mi-8. რუსული სააგენტო TASS-ის ცნობით, რთული რელიეფისა და განმეორებითი ზვავის მაღალი საფრთხის გამო საძიებო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს.

დაშავებული ალპინისტები ვერტმფრენით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.  დაშავებულთა შორის არიან ხერხემლისა და კისრის ტრავმის, ასევე თავის ტვინისა და გულმკერდის დაზიანების მქონე პირები, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალურია.

რუსული მედიის ცნობით, ინციდენტის ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე დაუდევრობის მუხლით.

პირველადი მონაცემები, რომლებიც 6 სექტემბრის საღამოს გახდა ცნობილი, ორ დაღუპულზე და ათ დაკარგულ ალპინისტზე მიუთითებდა; დაღუპულთა რაოდენობა თანდათან გაიზარდა და 7 სექტემბრის დილისთვის 11-ს მიაღწია.

პოპულარული

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – კობახიძე ღარიბაშვილზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის...

თქვენი ხელფასებისთვის გაყიდეთ აფხაზეთიც და საქართველოს ინტერესებიც: ხმაური აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან

ხმაური იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც „ნაციონალური...

ვმუშაობთ ფიზიკურ პირებთან მიმართებით ქონების გადასახადის დღეს არსებული ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით-კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ქონების გადასახადის ზღვარი...

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები...

თავდასხმა კიევის ცენტრზე: რუსულმა დრონმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე მდებარე...

რუსეთი გერმანული გოეთეს ინსტიტუტის კულტურულ ცენტრებს დახურავს

რუსეთი გერმანული გოეთეს ინსტიტუტის კულტურულ ცენტრებს დახურავს მას შემდეგ,...

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

"ქართული ოცნების"  მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს...

ყველა ამბავი

ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ოფიციალურად გაფორმდა

ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ოფიციალურად გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა და...

გომისმთისკენ მიმავალ ცენრტალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

გურიაში მდებარე კურორტ გომისმთისკენ მიმავალ ცენრტალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საჭვეთას ტერიტორიაზე ჩამოიშალა. გარკვეული დროით, ადგილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის...

„ივანიშვილი მკვლელია“: ანი წითლიძე პროკურატურისგან ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს. წითლიძემ დღეს ბრიფინგი პროკურატურასთან გამართა და მოუწოდა საგამოძიებო ორგანოს გახმაურებულ...

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

"ქართული ოცნების"  მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ღარიბაშვილზე "ადამიანურად გული წყდება". "გული მწყდება, ყოფილ...

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – კობახიძე ღარიბაშვილზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო და ტრაგიკული. უფრო მეტ სიღრმეში...

მესტიაში ორი ადამიანის დაჭრისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მესტიაში ორი ადამიანის დაჭრისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია...

საქართველოს მოქალაქეს აშშ–ში 1.3 მილიარდი დოლარის თაღლითური სქემიდან მიღებული თანხების გათეთრება ედება ბრალად

მასაჩუსეტსის ოლქის ფედერალურმა დიდმა ჟიურიმ 33 წლის ერეკლე გუგავას, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აშშ-ში უკანონოდ იმყოფება, ბრალი წაუყენა 1.3 მილიარდი...

Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავის ავარია მაიამიში: 5 ადამიანი დაიღუპა

ფლორიდის შტატში, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში, Amazon-ის კუთვნილი Boeing 767-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავის ავარიის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა...

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....