საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართულ ლეგონს, “ომის დამნაშავეები უწოდა” და აღნიშნა, რომ ისინი პასუხს რუსეთის კანონმდებლობით აგებენ. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთა საუბრისას განაცხადა.
“ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ ცალსახაა – ისინი ომის დამნაშავეები არიან, რომლებიც თავიანთ ქმედებებზე აუცილებლად აგებენ პასუხს და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან.” – თქვა ფარცხალაძემ.
ფარცხალაძე რუსეთში შექმნილ საერთაშორისო მოხალისეთა დანაყოფ “გეორგიევსკის” ხელმძღვანელობს. მან განაცხადა, რომ დანაყოფის სახელწოდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, ყოფილი პროკურორის განცხადებით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ისტორიაში.

