ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, უარი ეთქვა ისეთ კომპრომისზე, რომელიც რუსეთს დონბასზე კონტროლის აღიარების საშუალებას მისცემდა. ამის შესახებ The New York Times წერს ბუდანოვთან ჩატარებული ინტერვიუს საფუძველზე, რომელიც კიევში ბოლო შაბათ-კვირას ჩაიწერა.

ბუდანოვის შეფასებით, ტერიტორიის დათმობით მოსკოვი ისეთ ჯილდოს მიიღებდა, რომლის მოპოვებასაც ჯარი ბრძოლის ველზე ვერ ახერხებდა. გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე დონბასის ომისშემდგომი მართვის სამი ალტერნატიული ვარიანტი განიხილებოდა — ტერიტორიის გადაცემა კერძო სამხედრო კომპანიებისთვის, დონალდ თრამპის ე.წ. „მშვიდობის საბჭოსთვის“, ან ერთობლივი უკრაინულ-რუსული სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბება.

ბუდანოვის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით მოლაპარაკებები სექტემბრის ბოლოს, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებისა და აშშ-ის შუალედური არჩევნების შორის პერიოდში განახლდება — შესაძლოა კიევში სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტით. მისივე შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტის რეალური პირობები გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსეთი უკრაინის გატეხვას ომის მეოთხე სტრატეგიული ზამთრის დაბომბვის კამპანიით შეეცდება. „მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან რაღაცამდე მიგვიყვანს. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ბრძოლა შეუძლებელია“, — თქვა მან.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის სამოლაპარაკებო გუნდი ორ ფრთადაა გაყოფილი: ბუდანოვის გარშემო თავმოყრილი ნაწილი ომის სწრაფ, ამერიკის ლიდერობით მიღწეულ დასრულებას უჭერს მხარს, ხოლო ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრი იერმაკის გავლენის ქვეშ მყოფი მეორე ნაწილი დათმობებზე უფრო თავშეკავებულია. ზელენსკი, გამოცემის თანახმად, ამ ორ პოზიციას შორის აბალანსებს.

პოპულარული

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა  ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, ,...

აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებით მე-4 დონის (უმაღლესი) სამგზავრო გაფრთხილება კიდევ...

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები...

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში...

რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის – მარტა კოსი

"რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა...

“ჩვეულებრივი სპექტაკლია” – შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე

ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“...

კადრები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს – კობახიძე პატიმარ დავითაძეზე

"აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს" - "ქართული...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...