დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები არ განახორციელონ. რას ამბობენ კიევსა და მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ მოსკოვი და კიევი ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. მან ამ ზავის ვადები და პირობები არ დააკონკრეტა. ტრამპის განცხადებას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და მისი სიტყვებიდან ჩანდა, რომ მხარეებს შორის ზავის საკითხზე მყარი შეთანხმება არ არსებობს. კრემლს ტრამპის განცხადებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

„უკრაინა დათანხმდა, რომ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები არ განახორციელოს. რუსეთიც დათანხმდა, ზუსტად ანალოგიურად მოიქცეს! მსოფლიოში დიზელის საწვავის ფასების ზრდა ძირითადად რუსეთსა და უკრაინას შორის ომით არის გამოწვეული და არა ირანით“, — ნათქვამია ტრამპის პოსტში.

თეთრი სახლის ხელმძღვანელს არ განუმარტავს, რა პირობებით, როდის და ვის მიერ იქნა ეს შეთანხმება მიღწეული.

ტრამპის სიტყვებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

მისი თქმით, კიევმა „პარტნიორებს“ შესთავაზა, მოსკოვთან მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას, რომელიც „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას შეაჩერებს“. ზელენსკის სიტყვებიდან გამომდინარე, უკრაინაში ამაში გულისხმობენ სურსათთან, ენერგეტიკასთან და მოსახლეობის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სფეროებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას.

„თუ პარტნიორები მზად არიან, რეალურად უზრუნველყონ რუსეთის სურვილი, არ დაარტყას ჩვენს ელექტროსისტემას, სხვა ენერგეტიკულ ობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სურსათის ტრანსპორტირებას, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, შესაბამისი თავშეკავება გამოვიჩინოთ ჩვენი დარტყმების მხრივ“, — განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, კიევი დარწმუნებული არ არის, რომ  მოსკოვს რაიმე შეთანხმების შესრულების სურვილი აქვს.

„ომი უნდა დასრულდეს. კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დეესკალაციის ნაბიჯი შეიძლება მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯი გახდეს. პარტნიორებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ველით“, — დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კრემლს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია არც ტრამპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაზე და არც უკრაინის პრეზიდენტის შემდგომ განცხადებაზე.

ერთი დღით ადრე, ირლანდიაში ვიზიტის დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიოში დიზელის საწვავის დეფიციტი იქმნება იმის გამო, რომ უკრაინა რუსეთის საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებს ბომბავს, და კიევს მოუწოდა, ეს შეწყვიტოს.

„ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მან რუსეთში დიზელის საწვავზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს. სხვა სამიზნეებს დაარტყას, მაგრამ არა დიზელის საწვავს, რადგან ამის გამო დიზელის დეფიციტი წარმოიქმნება“, — განაცხადა ტრამპმა.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასებმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო. მას შემდეგ პრაქტიკულად ბლოკირებულია ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა, რომელზეც მანამდე მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით 25% და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 20% მოდიოდა.

ტრამპმა კვირას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე დიზელის საწვავის დეფიციტის მთავარი მიზეზი უკრაინის დარტყმებია რუსეთის ქარხნებზე.

„ეს ახლო აღმოსავლეთის გამო არ ხდება. მიზეზი ისაა, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ხდება. ამის შესახებ ზელენსკის ვესაუბრეთ. ბევრი სხვა სამიზნე არსებობს. ნუ დაარტყამთ დიზელის საწვავს, რადგან ეს მთელ მსოფლიოს აზარალებს“, — დასძინა ტრამპმა.

აგვისტოს ბოლოს რუსეთმა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვა, რომელიც 8 ივლისს დაწესდა უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების ფონზე.

მანამდე რუსეთი ტრადიციულად მსოფლიოში დიზელის საწვავის სიდიდით მეორე ექსპორტიორი იყო და მიწოდების მოცულობით მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩებოდა.

ვინ არის პასუხისმგებელი დიზელის საწვავის კრიზისზე?

დასავლური მედიის ეკონომიკური მიმომხილველების ნაწილი ამბობს, რომ სინამდვილეში კრიზისის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაა.

დიზელის საწვავს ნავთობისგან, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში აწარმოებენ. ფასების ზრდის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მსოფლიოში როგორც ნავთობის, ისე დიზელის საწვავის რაოდენობა შემცირდა.

შემცირების მიზეზი ის არის, რომ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ახალი ომი დაიწყო და არა ის, რომ უკრაინა რუსეთის შეჭრას პასუხობს და ამ პროცესში რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დააზიანა, რის გამოც კრემლი იძულებული გახდა, აეკრძალა დიზელის ექსპორტი – საწვავის, რომლითაც ტანკები და საბრძოლო მასალებით დატვირთული სატვირთო მანქანები გადაადგილდებიან.

კონტექსტისთვის: ომამდე მსოფლიო ყოველდღიურად დაახლოებით 100 მილიონ ბარელ ნავთობს და დაახლოებით 30 მილიონ ბარელ დიზელს მოიხმარდა.

ფაქტები:

ირანში ომის გამო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დღეში მინიმუმ 10 მილიონი ბარელით შემცირდა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემებით. დიზელის ექსპორტი კი 1 მილიონი ბარელით შემცირდა.

უკრაინის ომის გამო იმავე პერიოდში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი დღეში 0,6 მილიონი ბარელით შემცირდა, ხოლო დიზელის — 0,8 მილიონი ბარელით, KSE-ისა და Bloomberg-ის მონაცემებით.

ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ  ტრამპის მიერ ირანზე განხორციელებულმა დარტყმებმა მსოფლიო დღეში 11 მილიონი ბარელი ნავთობისა და დიზელის გარეშე დატოვა, ხოლო ზელენსკის დარტყმებმა რუსეთზე — დაახლოებით რვაჯერ ნაკლების გარეშე.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მაღალი ფასების მიზეზი მათი დეფიციტია. ამ დეფიციტის მიზეზი კი მხოლოდ ნაწილობრივ აიხსნება უკრაინული დრონების სიზუსტით.

წმინდა სტატისტიკურად, დაახლოებით 90%-ით ეს ტრამპის მიერ ირანთან დაწყებული ომის შედეგია.

პოპულარული

ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი „უცნობმა ქალმა“ მოიპოვა

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი — „ოქროს ლომი“...

შსს თორნიკე რაზმაძეს, კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას ედავება და საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული...

უკრაინის გენპროკურორმა NABU-ს ხელმძღვანელს ბრალი წაუყენა და ქვეყანა დატოვა, ზელენსკი მის სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU)...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული...

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს

საქართველოს მთავრობამ ყოფილ წევრს და სუსის ყოფილ უფროსს, მამუკა...

„სიმართლისთვის მიღებული ორდენია“ – ფარცხალაძე სანქციებზე

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ...

ყველა ამბავი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება ერთი კვირით გადადო

ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების სიებზე დავის გასაგრძელებლად კიდევ შვიდი დღე აიღეს. DW-ის წყაროების ინფორმაციით, სლოვაკეთი სიებიდან უსმანოვისა და ფრიდმანის ამოღებას...

მედიის ინფორმაციით, დონეცკის დაბომბვის შედეგად, მოკლულია რუსი გენერალი მილჩაკოვი

უკრაინის იერიშის შედეგად რუსეთის 51-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი მილჩაკოვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა Kyiv Independent-ი იუწყება.უკრაინელებმა,...

ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა."ის სხვადასხვა დროს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა...

“მე, როგორც ამ პროცესების მონაწილე, შევეცდები მოგიყვეთ, თუ რა ხდებოდა ბადრისა და სააკაშვილს შორის” – გია ხუხაშვილი

ბადრი პატარკაციშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის, მათ შორის დაპირისპირების მიზეზებისა და იმ პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომლებიც ბიზნესმენის სიცოცხლის ბოლო...

“ბოლო წუ­თამ­დე ვი­კა­ვებ­დი თავს, რომ მისი მტრე­ბის­თვის სი­ხა­რუ­ლის მი­ზე­ზი არ მი­მე­ცა..” – დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს

"ბოლო წუ­თამ­დე ვი­კა­ვებ­დი თავს, რომ მისი მტრე­ბის­თვის სი­ხა­რუ­ლის მი­ზე­ზი არ მი­მე­ცა.."  - გარ­დაც­ვლი­ლი აფხა­ზი ბლო­გე­რის, დაურ ბუ­ა­ვას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე,...

რუსული დრონი CIA-ს ყოფილი დირექტორის მატარებლის გვერდით მდგარ ლოკომოტივს მოხვდა

კვირას, 14 სექტემბერს, რუსული დრონის დარტმისას, იაჰოდინის სადგურზე იმყოფებოდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორი და აშშ-ს არმიის...

ეჭვი არავის შეეპაროს, რომ თავის დაცვა შევიძლია და ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ – გერმანიის თავდაცვის მინსიტრი

ეჭვი არავის შეეპაროს, რომ თავის დაცვა შევიძლია და ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ —  ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა,...

“ბადრი პატარკაციშვილი ამან მოკლა… გარდაცვალებამდე ვნახე, ღრმა დეპრესიაში იყო, ტყეში დადიოდა” – რა თქვა რუხაძემ 7 ნოემბრის საქმეზე დაკითხვისას

"რეალურად რაც მოხდა ისაა, რომ ფაქტობრივად, ამან ბადრი მოკლა...მე ვიცი, რომ თარგამაძეს მისცა პატარკაციშვილმა აუდიოჩანაწერი იმისთვის, რომ გაეშვა ეთერში....

ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები – კობახიძე გეკა გელაძეზე

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბატონი გეკა გელაძე არის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი და...

კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა.კობახიძემ ამის შესახებ განცხადება მთავრობის...

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს

საქართველოს მთავრობამ ყოფილ წევრს და სუსის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. დოკუმენტის თანახმად, მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა...

უკრაინის გენპროკურორმა NABU-ს ხელმძღვანელს ბრალი წაუყენა და ქვეყანა დატოვა, ზელენსკი მის სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) დირექტორს, სემიონ კრივონოსს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი სამსახურებრივი დოკუმენტების გაყალბებისა და...