რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის,  თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი კოდის მქონე მობილური ტელეფონის დალომბარდებას ცდილობდა. ნივთმტკიცებად ამოღებული ყუთის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ყუთში რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონის მსგავსი საგანი იდო.გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად, სხვადასხვა ლომბარდში მობილური ტელეფონების მსგავსი, 6 იმიტირებული ნივთი დაალომბარდა, რითაც კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი დააკავეს, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის დასაკავებლად შესაბამისი საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს” – აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ ნივთმტკიცებად ამოღებულია თაღლითური გზით მითვისებული თანხის ნაწილი და მობილური ტელეფონის იმიტირებული მოდელები, ასევე, გაყალბებული საგარანტიო საბუთები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 19-180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოპულარული

გერმანიაში ბენზინის ფასების შესამცირებლად გადაუდებელი ზომებს მიღებაზე ფიქრობენ

გერმანიის მმართველ კოალიციაში ავტომობილების მფლობელებზე მაღალი საწვავის ფასებით გამოწვეული...

ბაქომ კოვიდ-რეგულაციები კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19)...

“მე, როგორც ამ პროცესების მონაწილე, შევეცდები მოგიყვეთ, თუ რა ხდებოდა ბადრისა და სააკაშვილს შორის” – გია ხუხაშვილი

ბადრი პატარკაციშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის, მათ შორის დაპირისპირების...

Reuters: რუსეთის სამი დიზელის მწარმოებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას ამცირებს ან აჩერებს

რუსეთის ექვსი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან, რომლებიც დიზელის საწვავს აწარმოებენ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია,...

კალაძე აცხადებს, რომ თბილისში დიუშენის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

ყველა ამბავი

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ფაქტთან დაკავშირებით, კანონმდებლობის თანახმად, გატარდება დაავადების სალიკვიდაციო...

კრემლის პროპაგანდისტი კობახიძის განცხადებას „ბრძნულს“ უწოდებს და „ოცნებას“„პოლიტიკურ რეალიზმს“ უწონებს

კრემლის პროპაგანდისტული, ნაციონალისტური და ანტიდასავლური გამოცემა „ცარგრადის“ დამფუძნებელი კონსტანტინ მალოფეევი ირაკლი კობახიძეს ქებას უძღვნის. მილიარდერი მალოფეევი, რომელიც ღიად უჭერს...

მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, აბა, აკრძალოს პარტიები, თუ ამის შნო აქვს! – გიგა ლემონჯავა

"მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, აბა, აკრძალოს პარტიები, თუ ამის შნო აქვს! " - აის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ...

დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა – შოიგუ

დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.„დასავლელები პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად...

ბაქომ კოვიდ-რეგულაციები კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა. პრემიერ-მინისტრ...

 მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას,  ერთს ვიტყვი: „პაგონები“ არ დარჩეს ციხის გზაზე – ელისაშვილი 

მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას. წაქცეულ ადამიანებს წიხლებს არ ურტყამენ, მაგრამ ერთს ვიტყვი, “პაგონები” არ დარჩეს ციხის გზაზე. გენერლის სტატუსი არ...

„ენჯეო” ხელოვნური ფენომენია, რომელსაც უცხოური ინტერვენციის ინსტრუმენტად იყენებენ: კობახიძე გრანტების სააგენტოს გაუქმებაზე

„ქართული ოცნება“ მის მიერ 2025 წელს შექმნილ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ენჯეო” ხელოვნურად მოგონილი...

რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, აღარ მოხდება, ეს იყო საბოტაჟი – კობახიძე ნამახვანზე

"რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, აღარ მოხდება, ეს იყო საბოტაჟი"- "ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე "პირდაპირ საბოტაჟს" უწოდებს რამდენიმე...

ილაპარაკოს რაც უნდა, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია – კობახიძე ლილუაშვილზე

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება და, შესაბამისად, ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის სანქციების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გამო დაწესებული სანქციების გამკაცრების კანონპროექტს, რომელიც გარდაცვლილმა...

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. ტრამპი გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ფედერალური ფონდების საპროცენტო განაკვეთი აშშ-ში 25 საბაზისო პუნქტით — წლიურ 3,75–4%-მდე გაიზარდა. ფედრეზერვის ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება ინფლაციასთან ბრძოლით ახსნა. აშშ-ის ფედერალურმა...

რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის გაასამართლეს მეცნიერი — რუსეთისა და კანადის მოქალაქე

კომის რესპუბლიკის სასამართლომ ფილოსოფოს ნიკოლაი ზიუზევს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. FSB ამტკიცებს, რომ მეცნიერმა უცხოური ორგანიზაციებისგან 2 მილიონი...