აცტეკური ხელნაწერი ორი საუკუნის შემდეგ მექსიკაში დააბრუნეს – თუმცა დროებით
Azcatitlan-ის კოდექსი — იშვიათი და განსაკუთრებით ღირებული ხელნაწერი, რომელიც აცტეკების ისტორიას ფერადი პიქტოგრამებით გვიყვება — 1840 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა მექსიკაში. ხუთშაბათს ის მეხიკოში გამოფინეს.
კოდექსი XVI საუკუნის არტეფაქტია და აცტეკების ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვიზუალურ წყაროდ მიიჩნევა. მასში აღწერილია აცტეკების დედაქალაქის დაარსებიდან დაწყებული პერიოდი და ქალაქის დაცემა ესპანელი კონკისტადორების მოსვლის შემდეგ.
ხელნაწერი მექსიკაში დროებით, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან სესხის წესით ჩაიტანეს, სადაც ის 1898 წლიდან ინახება. დროებითი დაბრუნება მექსიკასა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 200 წლის იუბილეს უკავშირდება.
ისტორიასთან ხელახალი შეხვედრა
როდესაც ხელნაწერის ორი ფურცელი ანთროპოლოგიის ეროვნულ მუზეუმში მინის ვიტრინაში გამოფინეს, მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტო ველასკომ განაცხადა, რომ გამოფენის მიზანი იყო „ხალხის საკუთარ კოლექტიურ მეხსიერებასთან ხელახლა დაკავშირება“.
„ეს პიქტოგრამები წარმოადგენს ჩვენს ისტორიას, ჩვენი წინაპრების წერილობით ხმას და ჩვენი იდენტობის ღრმა ფესვებს“, — განაცხადა მან გამოფენის გახსნის ცერემონიაზე.
აცკატიტლანის კოდექსის სანაცვლოდ, მექსიკა საფრანგეთს დროებით გადასცემს სხვა ისტორიულ არტეფაქტს
მექსიკა წლების განმავლობაში ითხოვდა ამ ძვირფასი არტეფაქტის დაბრუნებას.
გამოფენის გახსნაზე ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი ჯგუფის წევრებმა დიდი ემოციით მიიღეს ხელნაწერის დაბრუნება. „ჩვენგან ჩვენი ისტორია დამალეს, მოგვპარეს!“ — განაცხადა Hnahnu თემის წარმომადგენელმა ემილია მენდოსამ.
„ეს არის მოგებული ბრძოლა, პირველი ნაბიჯი იმ წიგნების დაბრუნებისკენ, რომლებიც დღეს სხვა ქვეყნებში ინახება“, — თქვა მან.
რა არის აცკატიტლანის კოდექსში?
კოდექსი შედგება მესოამერიკული პიქტოგრამებისა და ევროპული დამწერლობის კომბინაციისგან და სამ ნაწილად იყოფა.
მასში აღწერილია მექსიკების მიგრაცია აცტლანიდან — აცტეკთა ცივილიზაციის მითიური სამშობლოდან — ტენოჩტიტლანის დაარსებამდე. ტენოჩტიტლანი აცტეკთა იმპერიის დედაქალაქი იყო და მისი ადგილმდებარეობა დღევანდელ მეხიკოს ემთხვევა.
მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, დოკუმენტში ასევე ნაჩვენებია ქალაქის მმართველთა მონაცვლეობა, ესპანელების მოსვლა და შემდგომი გაქრისტიანება.
ეს ყველაფერი კოდექსში მკვეთრი წითელი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი ფერებითაა გამოსახული. ნახატებზე ჩანს ბუმბულიანი თავსაბურავებით შემკული მეომრები და პირამიდულ ტაძრებში შესრულებული რიტუალური მოქმედებები.
კოდექსი მექსიკაში ოტომის ხალხის წარმომადგენელმა ადგილობრივმა ხელოსანმა შექმნა
ტენოჩტიტლანის დაცემიდან უკვე ხუთ საუკუნეზე მეტი გავიდა. ქალაქი ესპანელი დამპყრობლების მეთაურმა ერნან კორტესმა დაიპყრო. როგორც დაპყრობის ისტორიებში ხშირად ხდებოდა, კორტესმა და მისმა მოკავშირეებმა ქალაქი გაძარცვეს და დაანგრიეს, რის შემდეგაც დაიწყო ესპანეთის სამსაუკუნოვანი ბატონობა.
„ეს კოდექსები ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი კვლავ გვაძლევს იდენტობას და ადამიანურ ღირსებას ამ განსაკუთრებულ დროში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ“, — განაცხადა მექსიკა ხალხების წარმომადგენელმა მარია ეუხენია კასტანიედამ. „ისინი გვიმაღლებს სულისკვეთებას, გვინარჩუნებს ჩვენს წეს-ჩვეულებებს, კულტურასა და განცდას იმისა, თუ ვინ ვართ.“
მექსიკელი ისტორიკოსების ცნობით, კოდექსი ოტომის ხალხის წარმომადგენელმა ადგილობრივმა ხელოსანმა შექმნა.
დოკუმენტი გამოფენაზე დეკემბრამდე დარჩება. გაცვლის ფარგლებში მექსიკა საფრანგეთს დროებით გადასცემს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს — ბოტურინის კოდექსს, რომელშიც ასევე გამოსახულია აცტეკთა მიგრაცია მექსიკის ველზე.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, დანარჩენი 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას, მიზეზი...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მიზეზი აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე,...
ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი მოქალაქეებს აფრთხილებს, მოემზადონ რუსულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენრებისთვის და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის.ამის შესახებ მან MTV-სთან ინტერვიუში ისაუბრა....
საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა - ინფორმაციას გამოცემა Guardian ავრცელებს და წერს, რომ საბოლოო მონაცემებით,...
რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები გააძლიერა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების” (SOC) პოლიტიკური...
დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ფაქტთან დაკავშირებით, კანონმდებლობის თანახმად, გატარდება დაავადების სალიკვიდაციო...
კრემლის პროპაგანდისტული, ნაციონალისტური და ანტიდასავლური გამოცემა „ცარგრადის“ დამფუძნებელი კონსტანტინ მალოფეევი ირაკლი კობახიძეს ქებას უძღვნის. მილიარდერი მალოფეევი, რომელიც ღიად უჭერს...
დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.„დასავლელები პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად...