შს მინისტრის მოადგილე გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ამის შესახებ ‘ქართული ოცნების” მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 15 სექტემბრით თარიღდება.
“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს – გელა გელაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროებიდან გასვლამდე, 2027 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად”,- ნათქვამია დოკუმენტში.
გეკა გელაძე შს მინისტრის პოსტის შემდეგ, საცხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, მან თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს დაწერა.


