ის ტირანია, ყოველდღე ისრაელის განადგურების მოწოდებით გამოდის – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ნეთანიაჰუს თქმით, ერდოღანი „ტირანია“, რომელმაც ათასობით ქურთი მოკლა, უკანონოდ ოკუპირებული აქვს კვიპროსის ჩრდილოეთი ნაწილი, ემუქრება საბერძნეთს და ჟურნალისტებს აპატიმრებს.
„ისრაელს – პაწაწინა ისრაელს – კოლონიალიზმში ადანაშაულებენ; ვინ გვადანაშაულებს? მათ შორის არიან ადამიანები ბრიტანეთსა და საფრანგეთში. ღვთის გულისთვის, სწორედ მათ გამოიგონეს ეს ტერმინი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, მან აშშ-ისა და ისრაელის მიერ თეირანის წინააღმდეგ თებერვალში ერთობლივად განხორციელებულ საჰაერო დარტყმებზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაბედული ლიდერობისთვის.
„ისრაელმა და ამერიკამ ერთად იმოქმედეს არა მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად, არამედ ცივილიზაციის გადასარჩენად“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.


