ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს – საიას განცხადება

ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის „პროვოცირებად“- ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებაშია აღნიშნული, რომელიც სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ეპიზოდზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით მოამზადა.

ორგანიზაციის განცხადებით,  გიორგი გახარიას მიმართ ჩორჩანას ეპიზოდზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ვერ შეფასდება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტების ვიწრო ჭრილში. საქმე უკავშირდება საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში სახელმწიფოს მიერ საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას. ამდენად, საქმის შეფასებისას აუცილებელია ბრალდების ფორმალური აღწერის მიღმა არსებული სრული ფაქტობრივი, ინსტიტუციური და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება.

საიას განცხადებით, ბრალდების უმთავრესი თეზა, რომ გახარიამ გადაწყვეტილება მიიღო სუს-თან, EUMM-თან, პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეუთანხმებლად, საქმეში წარმოდგენილ სხვა მონაცემებთან წინააღმდეგობაშია.  “ქართული ოცნება” დევნის ოპოზიციურ პარტიებს და ორგანიზაცია განაგრძობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების მონიტორინგს, რომლებიც შეიცავს პოლიტიკური მდგენელის არსებობის რისკს და საზოგადოებას დროდადრო წარუდგენს შესაბამის შეფასებებს.
“2019 წელს ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა უკანონო „ბორდერიზაციის“ კონკრეტული ნიშნები და უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული გარემო: ხეებზე მონიშვნები, უკანონო პატრულირებისთვის ბილიკების გაკაფვა, დე ფაქტო ძალების ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვისა და დაკავების რისკები. ამ გარემოებებს ადასტურებდა როგორც სუს-ის 2019 წლის ანგარიში, ისე EUMM-ის მიერ დაფიქსირებული ფაქტები და საჯარო წყაროები. შესაბამისად, საგუშაგოს განთავსება, რომელიც EUMM-ის ინფორმაციით ადმინისტრაციული საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა, არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის „პროვოცირებად“; პირიქით, არსებობდა საფუძვლიანი არგუმენტები, რომ იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას, მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ტერიტორიის ფაქტობრივი კონტროლის შენარჩუნებას.

ბრალდების უმთავრესი თეზა, რომ გახარიამ გადაწყვეტილება მიიღო სუს-თან, EUMM-თან, პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეუთანხმებლად, საქმეში წარმოდგენილ სხვა მონაცემებთან წინააღმდეგობაშია ან, სულ მცირე, საჭიროებს სრულფასოვან შემოწმებას. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით, ჩორჩანაში არსებული ვითარება და ე.წ. ბორდერიზაციის რისკები 2019 წლის დასაწყისიდან განიხილებოდა IPRM-ის შეხვედრებზე; სუს-სა და EUMM-ს ჰქონდათ ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე პროცესებზე; საგუშაგოსა და მასთან დაკავშირებული გზის მოწყობის შესახებ ინფორმირებულობა არსებობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან. ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იყო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და არა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო; კანონმდებლობა კი ცალსახად არ ადგენდა შს მინისტრის ვალდებულებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პოლიციური საგუშაგოს მოწყობის საკითხი საბჭოს ფორმატში განეხილა.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი და პოლიტიკური/ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მკაფიო გამიჯვნა. თუნდაც სადავო გადაწყვეტილება ჩაითვალოს არასათანადოდ კოორდინირებულად ან პოლიტიკურად მცდარად, ეს თავისთავად არ არის საკმარისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის. ბრალდების მხარემ უნდა დაასაბუთოს უფლებამოსილების ფარგლების აშკარა გადამეტება, არსებითი ზიანის დადგომა, ბრალდებულის შესაბამისი განზრახვა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და მითითებულ შედეგს შორის. მხოლოდ პროცედურული ან ტექნიკური დარღვევის არსებობა ვერ გაამართლებს პოლიტიკური გადაწყვეტილების კრიმინალიზებას. განსაკუთრებით დაუდგენელი რჩება, რა საფუძვლით შეიძლება საოკუპაციო ძალის შემდგომი უკანონო მოქმედებები, მათ შორის ახალი საგუშაგოების აღმართვა და ოკუპაციის ხაზის გადაადგილება, მიზეზობრივად მიეწეროს საქართველოს მიერ მისივე კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციური ინფრასტრუქტურის განთავსებას, მაშინ, როდესაც მასალები მიუთითებს, რომ დე ფაქტო რეჟიმს ტერიტორიული ექსპანსიის განზრახვა მანამდეც ჰქონდა.

საქმის მიმართ სერიოზულ კითხვებს აჩენს დევნის დროითი და შერჩევითი ხასიათიც. ბრალი წარდგენილია 2019 წლის მოვლენიდან ექვსი წლის შემდეგ, მაშინ როდესაც გახარია ამავე მოვლენების შემდგომ ჯერ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა და შემდეგაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობები ეკავა. ამ პერიოდში არც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებსა და არც საგამოძიებო უწყებებს არ მოუხდენიათ ქმედების დაუყოვნებელი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, ნიშანდობლივია რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში თავად „ქართულ ოცნებასაც“ ეკისრება პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ექვსწლიანი პასიურობის შემდეგ დევნის დაწყება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გახარია მმართველ პოლიტიკურ ძალას გამოეყო და ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდა, აჩენს ლეგიტიმურ კითხვას დევნის რეალურ მიზნებზე.

ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ საქმე დაიწყო საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის კვალდაკვალ, რომლის შექმნის დასაბუთება, შემადგენლობა და საქმიანობის მიზნები შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართლებრივად პრობლემური.

კერძოდ, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა რამდენიმე არსებითი ხარვეზი: კომისიის შექმნის საჭიროება და საგამოძიებო ფარგლები სათანადოდ არ ყოფილა დასაბუთებული; განმარტებითი ბარათი არ აკონკრეტებდა გამოსაკვლევ საკითხებს, მოწმეებსა და დოკუმენტებს; კომისიაში არ იყო უზრუნველყოფილი რეალური საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობა; ხოლო მისი საქმიანობა მიმდინარეობდა პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის უფრო ფართო პროცესის ფონზე. ამ გარემოებებში კომისიის დასკვნის გამოყენება სისხლისსამართლებრივი დევნის ფაქტობრივ ან პოლიტიკურ საფუძვლად მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგან არსებობს რისკი, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის ინსტრუმენტად იქნეს გამოყენებული.

არანაკლებ პრობლემურია საქმის წარმოებისას დაცვის უფლებისა და მხარეთა თანასწორობის მდგომარეობა. დაცვის მხარეს სუს-მა, შსს-მ და მთავრობის ადმინისტრაციამ არ მიაწოდეს ან არ დაუდასტურეს საქმისთვის პოტენციურად მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ინფორმაციის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა უწყებებს სწორედ ინფორმაციის ფლობის ფაქტის დადასტურებისკენ მოუწოდა. სასამართლომაც არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა შესაბამისი მასალების გამოთხოვის შესახებ, რის შედეგადაც დაცვის მხარე, ფაქტობრივად, მოკლებული აღმოჩნდა შესაძლებლობას, მოეპოვებინა გამამართლებელი ან პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი მტკიცებულებები. პარალელურად, ბრალდების მხარემ არ გამოკითხა თავად გიორგი გახარია და არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა გრიგოლ ლილუაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით. ეს გარემოებები აჩენს გამოძიების არასრულყოფილების, ცალმხრივობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის რისკს.

პრობლემურია აგრეთვე ბრალდების მხარის მიერ წინასასამართლო სხდომის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნა გაურკვეველი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. თუ ბრალდების მხარეს ექვსი წლის განმავლობაში არ მოუპოვებია ბრალის დასადასტურებლად აუცილებელი მტკიცებულებები და ბრალის წარდგენის შემდეგაც ვერ შეძლო მათი იდენტიფიცირება, ეს აჩენს კითხვას, რამდენად არსებობდა დევნის დაწყების მომენტში საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ასეთი ვითარება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მტკიცებულებების წინასწარ საკმარისი ბაზის გარეშე და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდების უკვე მიღებული პოლიტიკური თუ სამართლებრივი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად მიმდინარეობდა.

საქმის კონტექსტს ამძიმებს ისიც, რომ მას იყენებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად. დე ფაქტო წარმომადგენლებმა გახარიას წინააღმდეგ დევნა ჩორჩანის/წნელისის საგუშაგოს მოხსნის მიმართულებით „პოზიტიურ ძვრად“ შეაფასეს. ასეთ პირობებში პროკურატურამ და სასამართლომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეაფასონ, ხომ არ აძლიერებს ბრალდების ნარატივი ოკუპანტი ძალისა და დე ფაქტო რეჟიმის იმ პოზიციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება არალეგიტიმური ან პროვოკაციულია. ასეთი მიდგომა საფრთხის შემცველ პრეცედენტს შექმნის, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ საკუთარი სუვერენული უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება სისხლისსამართლებრივად დასჯადად იქცეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მიუღებელია ოკუპანტი სახელმწიფოსთვის ან მის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმისთვის.

და ბოლოს, საქმე უნდა შეფასდეს საქართველოში არსებული დემოკრატიული და მართლმსაჯულების კრიზისის უფრო ფართო კონტექსტშიც. ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე დევნების, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციატივების, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის, სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობის შესახებ არსებული სერიოზული კითხვებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საერთაშორისო შეფასებების ფონზე. ეს კონტექსტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, წარმოადგენს მნიშვნელოვან არაპირდაპირ მტკიცებულებით გარემოებას, რომელიც უნდა შეფასდეს დევნის დაწყების დროის, მისი შერჩევითობის, ბრალდების დასაბუთების, საპროცესო დარღვევებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო განცხადებების ერთობლიობაში.

შესაბამისად, ობიექტურ რეალობაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს არა მხოლოდ ის, დაირღვა თუ არა რომელიმე პროცედურა საგუშაგოს განთავსებისას, არამედ, არსებობდა თუ არა მინისტრის უფლებამოსილების აშკარა და არსებითი გადამეტება; ჰქონდა თუ არა მას დანაშაულებრივი განზრახვა; დადგა თუ არა კონკრეტული, არსებითი და მის ქმედებასთან პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში მყოფი ზიანი; იყო თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა აუცილებელი და პროპორციული; და ხომ არ წარმოადგენს საქმე პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების ინსტრუმენტალიზების ნაწილს. ამ კითხვებზე დამაჯერებელი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხის გარეშე საქმე რჩება პოლიტიკური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სფეროში და მისი სისხლისსამართლებრივი შეფასება დაუშვებელია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პოპულარული

კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს – დააკავეს 3 პირი

კახეთში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და...

“არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს” – მარნეულში 1 პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის...

პოლონეთი მზად არის Patriot-ის რაკეტების საწარმო ააშენოს

თუ კიევი აშშ-ისგან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს, ასეთი...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის,...

ქართული ოცნება ჩემზე რას იტყვის, რას დაწერს ან რას გაავრცელებს, ეს ჩემთვის საინტერესო არასდროს ყოფილა და არც ახლა არის – გელა ხასაია

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ განაცხადა,...

26 სექტემბერს, თბილისში წყალმომარაგება 36 საათით შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების...

რუსებმა კიევში მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაბომბეს

კიევის ცენტრში, რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული...

სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან,...

ყველა ამბავი

ქართული ოცნება ჩემზე რას იტყვის, რას დაწერს ან რას გაავრცელებს, ეს ჩემთვის საინტერესო არასდროს ყოფილა და არც ახლა არის – გელა ხასაია

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ განაცხადა, რომ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც დაპატიმრებამდე აკეთებდა."სალამი მონატრებულ ხალხს ერთი...

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები ამოქმედდა

2026 წლის 18 სექტემბრიდან „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა. კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების...

შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, მაინც მივალთ – ენმ

"შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, მაინც მივალთ " -განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროებითი მმართველობითი...

“რასაც ვაკეთებდი იმას გავაგრძელებ დღეიდან” – ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გელა ხასაია თავისუფალია

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. "რასაც ვაკეთებდი იმას გავაგრძელებ დღეიდან. არაფრის შეცვლას, არაფრის...

საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა: საია

საიამ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, წამების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ციხეებში გადატვირთულობის...

„რობოტების არმია“ უკრაინის ბრძოლის ველზე – მიხაილო ფედოროვი ახალ პროექტს იწყებს

უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ციფრული ტრანსფორმაციის არქიტექტორი, მიხაილო ფედოროვი ტექნოლოგიურ ომში მორიგ გარღვევას გეგმავს და ფრონტის ხაზზე ადამიანური...

თბილისისთვის ჩინეთში მზადდება მეტროს 111 ვაგონი – კალაძე

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და...

რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე,...

უკრაინას მოუწევს ფასის გადახდა ბოლო თვეებში განხორციელებული ქმედებებისთვის – პესკოვი

„პრეზიდენტმაც ისაუბრა ამაზე: უკრაინას მოუწევს ფასის გადახდა ბოლო თვეებში განხორციელებული ქმედებებისთვის. სწორედ ეს ხდება ახლა. ჩვენი შეიარაღებული ძალები...

20 მილიონი დოლარი „მადიარისთვის“: კრემლი უკრაინელ სარდალზე ნადირობს

რუსეთის ხელისუფლებამ, პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კრიმინალური ქსელების მეშვეობით, გამოაცხადა 20 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება მათ...

რუსებმა კიევში მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაბომბეს

კიევის ცენტრში, რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა ერთი ქალი, ოთხი ადამიანი კი...

ევროკავშირი ყველაზე პერსპექტიული კანდიდატებისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმებს ამზადებს. მათ შორის არ არის საქართველო

ევროპული ინტეგრაციის გზაზე, სადაც საქართველო კიდევ რამდენიმე წლის წინ გაფართოების პროცესის ფავორიტად მოიაზრებოდა, დღეს ქვეყანა ევროკავშირის უახლესი და ყველაზე...