ე.წ. შუმოკი რუსთავის მე-6 ციხეში: მსჯავრდებულმა დავითაძემ ლითონის ნივთები გადაყლაპა

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე უარს ამბობს საავადმყოფოში გადაყვანაზე მას შემდეგ, რაც დედის – ირმა დავითაძის თქმით, 3 ცალი მეტალის ნივთი გადაყლაპა.

როგორც დედა ამბობს, გიორგი დავითაძემ, სავარაუდოდ, მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო, პროტესტის ნიშნად უცხო საგანი გადაყლაპა. ამის შესახებ დავითაძის დედამ წუხელ რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.

“სავარაუდოდ, მასზე განხორცირლდა ზეწოლა ჩვენი აქტივობის გამო. მან პროტესტის ნიშნად გადაყლაპა უცხო საგანი, რის გამოც ჩემი შვილის მდგომარეობა არის ცუდად. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ჩემს შვილს რამე არ დაემართოს. ბრძოლას არ შევწყვეტ!”, – განაცხადა ირმა დავითაძემ.

მან ჯერჯერობით არ იცის, როგორია მისი შვილის მდგომარეობა. წუხანდელი ინფორმაციით, რომელიც ციხიდან სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გამოიტანა, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
დედის ინფორმაციით, მისი შვილი ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში იქამდე არ გადავა, ვიდრე დეესკალაციის ოთახიდან საკნებში არ დააბრუნებენ იმ პატიმრებს, რომლებმაც მას თანადგომა გამოუცხადეს და პროტესტი გამოხატეს მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა ციხის ბადრაგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ირმა დავითაძე ამბობს, რომ იყო ე.წ. შუმოკი და სწორედ ამის გამო ციხის ადმინისტრაციამ ისინი დეესკალაციის ოთახში გადაიყვანა.

„გიორგი ამას აპროტესტებს და ამბობს, რომ ვიდრე პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებენ, არ მიიღებს სამედიცინო დახმარებას. მან შიმშილობა დაიწყო ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირმა დავითაძემ, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ მისი შვილის მდგომარეობა არ დამძიმდება.

პენიტენციურმა სამსახურის ინფორმაციით პატიმარმა დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი, რის შემდეგაც მას კლინიკა „ვივამედში“ შესთავაზეს გადაყვანა, თუმცა დავითაძემ კლიიკაში გადაყვანაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ ციხის ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. პენიტენციურმა სამსახურმა ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო და დასტურად ვიდეო გაავრცელა. თუმცა, აღნიშნულმა ვიდეომასალამ საზოგადოების ნაწილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

პოპულარული

თბილისისთვის ჩინეთში მზადდება მეტროს 111 ვაგონი – კალაძე

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც...

სიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს – პენიტენციური

პენიტენციური სამსახური უარყოფს რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმრის, გიორგი...

ლიეტუვა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენაზე შეზღუდვებს აწესებს

ლიეტუვის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს...

სესხების გაცემის წესი იცვლება

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შედის. საქართველოს ეროვნული ბანკის...

საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად,...

„პუტინკები“ – „ხრუშჩოვკებისა“ და „სტალინკების“ შემდეგ: მობილური თავშესაფრები უკრაინული დრონებისგან დასაცავად

თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე რკინაბეტონის...

„ძირს მეფე“, „თქვენ ჩვენს შვილებს ომში კლავთ“ – მოსკოვში კომუნისტების აქციაზე 60-მდე პირი დააკავეს

კვირას, 4 ოქტომბერს, მოსკოვში, სამართალდამცავებმა მასობრივი დაკავებები განახორციელეს მას...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით,...

ყველა ამბავი

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა. მამაკაცი...

„ძირს მეფე“, „თქვენ ჩვენს შვილებს ომში კლავთ“ – მოსკოვში კომუნისტების აქციაზე 60-მდე პირი დააკავეს

კვირას, 4 ოქტომბერს, მოსკოვში, სამართალდამცავებმა მასობრივი დაკავებები განახორციელეს მას შემდეგ, რაც კომუნისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ სანქცირებულ მსვლელობაზე ანტისამთავრობო ლოზუნგები...

ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიშისთვის „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამრეწველო რაიონზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომელიც ხარკოვის მერ იგორ...

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე...

მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში ქართველი რესტორატორის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის ელენა წერეთელი და მათი 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს. ორმაგ...

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ კულბერგსის პარტიამ გაიმარჯვა

ლატვიის პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის მემარჯვენე-კონსერვატიულმა პარტიამ „გაერთიანებული სია“ 3 ოქტომბერს გამართულსაპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ კვირას, 4 ოქტომბერს, Welt am...

„თანამშრომლობამ აზრი დაკარგა“ – გერმანიის საგარეო უწყება და ბუნდესტაგის დეპუტატები თბილისის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ

გერმანიის მთავრობა სინანულს გამოთქვამს თბილისში ადენაუერისა და ნაუმანის ფონდების ოფისების დახურვის გამო. გერმანიის ხელისუფლება ამ ნაბიჯს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე...

საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს

საქართველოდან 2026 წლის 24 სექტემბერს ექსტრადირებული პატიმარი, დმიტრი პუშკარევი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს.რუსეთის სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური ინფორმაციით, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის...

ALDE – მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი

მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი, - ამის შესახებ...

აშშ რუსეთთან მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაციის მოსკოვთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ გაფართოვდა და მოიცავს მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებასაც, რომელიც სარგებელს მოუტანს ახლო აღმოსავლეთის...

ელენე ხოშტარია: სისტემა კლავს – დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, „გამპრავებლებიც“

დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, "გამპრავებლებიც" და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, - ასე ეხმაურება პატიმრობაში...