სტრასბურგში საქართველოს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე დებატები იწყება — რეზოლუციის პროექტებით პერსონალური სანქციებია მოთხოვნილი

დღეს ევროპარლამენტის სესიაზე ევროდეპუტატები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კრიტიკულ დარღვევებს განიხილავენ. დღის წესრიგშია საქართველოში მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციური სპექტრის აკრძალვის მცდელობების საკითხზე მსჯელობა.

დღევანდელი დებატების შემდეგ, ხვალ 8 ოქტომბერს ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს. სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციის მიერ სულ 7 რეზოლუციის პროექტია წარდგენილი, რომელტა აბსოლუტური უმრავლესობა გმობს ოპოზიციის გაუქმების მცდელობას და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის პროექტში პირდაპირ, სახელითა და გვარითაა მოთხოვნილი სანქციების დაწესება ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და კალაძის წინააღმდეგ.

„ევროპარლამენტი სინანულს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების უმრავლესობის მხრიდან მუდმივი უმოქმედობის გამო, რათა უზრუნველყოფილ იქნას ხელშესახები შედეგები საქართველოში მუდმივად გაუარესებულ მდგომარეობაზე; კვლავ იმეორებს თავის მოწოდებას მიზანმიმართული სანქციების დაწესების შესახებ დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურ დევნაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ, პირველ რიგში და უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ“ – ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტში.

დებატებამდე, საქართველოსთან დაკავშირებით დღეს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, პოლონელმა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ პირდაპირ დაუსვა კითხვა ევროკომისარ მარტა კოსს – დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გარდა, რომელიც არაეფექტურია, განიხილავს თუ არა კომისია უვიზო რეჟიმის უფრო ფართო შეჩერებას და არსებობს თუ არა საბჭოში მიზანმიმართულ სანქციებზე შეთანხმების რეალური შანსი, – რაზეც მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ იმის გაკეთებაა შესაძლებელი, რასაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოები გადაწყვეტენ

„ჩვენ გვექნება კონკრეტული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში მომავალ კვირას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ“ – განაცხადა ევროკომისარმა კოსმა.

ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებს ტრადიციული კომენტარით გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი და განაცხადა, რომ სტრასბურგში დღეს ის „უცხო ძალები“ იდებატებენ, ვინც ფარულად აფინანსებს ოპოზიციას, რათა საკუთარი დღის წესრიგი განახორციელოდ

„თავისთავად ისინი დებატობენ, ვის ხელშიც ოპოზიციური პარტიები იარაღები არიან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში – „იუკნევიჩიანები” და მსგავსი უცხო ძალები, რომლებიც იყენებენ და ფარულად აფინანსებენ ამ პარტიებს, რა თქმა უნდა, მათ დებატები ექნებათ“ – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ნიშანდობლივია ის კონტექსტიც, რომელშიც საქართველო ევროპარლამენტის დღის წესრიგში მოხვდა. თბილისში ოპოზიციური სპექტრის შესაძლო აკრძალვისა და დემოკრატიის უკუსვლის საკითხს ევროპელი კანონმდებლები იმ გადაუდებელი რეზოლუციების ბლოკში განიხილავენ, რომელიც ირანში მიმდინარე სასტიკ რეპრესიებსა და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების დევნას შეეხება.

პოპულარული

ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის – იოსელიანი პატიმარ დავითაძეზე

"ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ...

“ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს ხელით” – პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

"ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს ხელით ... ამაზე მეტი კაცს რა...

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული...

აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებით მე-4 დონის (უმაღლესი) სამგზავრო გაფრთხილება კიდევ...

ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ

პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით...

ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ...

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ კულბერგსის პარტიამ გაიმარჯვა

ლატვიის პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის მემარჯვენე-კონსერვატიულმა პარტიამ „გაერთიანებული სია“ 3...

მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა.. ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა – სამირა ბაირამოვა 

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ მარნეულის...

ყველა ამბავი

ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც ციხეში პატიმარ გიორგი დავითაძეს (რომელმაც ბადრაგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა) შეხვდა,...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა იმ ქართველი მოხალისეების მიმართ, რომლებზეც რუსული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის...

კადრები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს – კობახიძე პატიმარ დავითაძეზე

"აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს" - "ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მსჯავრდებულ გიორგი...

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი – პაპუაშვილი, მეორე – კალუგინი მოსკოვში – სამადაშვილი

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი შალვა პაპუაშვილი საქართველოში და მეორე, რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი კალუგინი მოსკოვში. სრულიად...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის წევრებისგან აბსურდულ კამპანიაში მონაწილეობის მიღებასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ...

 იოსელიანი  არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მუდმივად ციხეში შესვლა.რა უნდა ოფისში, როცა ადამიანები ასეთი საფრთხის ქვეშ არიან?! – ელენე ხოშტარია 

იოსელიანი  არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მუდმივად ციხეში შესვლა.რა უნდა ოფისში, როცა ადამიანები ასეთი საფრთხის ქვეშ არიან?! -  პატიმრობაში...

ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე – სახელმწიფო – პაპუაშვილი მარტა კოსს

"ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო"- ასე ეხმაურება ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ...

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი, წარუმატებელი სიკვდილით დასჯის შემდეგ, გონზე მოვიდა და ლაპარაკობს

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი კრისტა პაიკი, გასულ კვირას სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გონზე მოვიდა და უკვე ლაპარაკობს, — აცხადებენ...

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, თბილისის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას,...

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მასირებული დარტყმისთვის ემზადება, თავს გაუფრთხილდით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებმა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი, მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შესახებ განახლებული...

აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებით მე-4 დონის (უმაღლესი) სამგზავრო გაფრთხილება კიდევ ერთხელ განაახლა. ვაშინგტონი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც პროკურორს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთხოვს. აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე...