უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის საზღვრიდან 1 900 კილომეტრით დაშორებულ უხტას ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
მისი თქმით, უხტაში მდებარე სამიზნეზე იერიში An-196 RS ტიპის დრონებით მიიტანეს, რომლებსაც 2 500 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლიათ. ხოლო ომსკის ქარხნის წინააღმდეგ FP-6 ტიპის (მოდიფიცირებული „FP-1“) უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
დაზიანდა რუსული მხარის კიდევ ერთი მონაცემთა ცენტრი. ზელენსკიმ აღნიშნული ოპერაციები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების სიმეტრიულ და მაღალზუსტ პასუხად შეაფასა.


