სამხრეთ აფრიკამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტის მცდელობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სამხრეთ აფრიკის სატყეო, თევზჭერისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა (DFFE) სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექსპორტიორის წინააღმდეგ, რომელიც ლიმპოპოს პროვინციიდან საქართველოში 5 გიგანტური ბაობაბის ხის გადაზიდვას გეგმავდა. უწყება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ექსპორტიორის ვინაობას ჯერ არ ასახელებს.

სამხრეთაფრიკული საგამოძიებო გამოცემა Daily Maverick აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც დურბანის ოფიციალურმა პირებმა სპეციალურად დაცული ბაობაბის რამდენიმე ხის გადაზიდვა შეაჩერეს, რომლებიც ოფიციალური დოკუმენტებით საქართველოში, სავარაუდოდ, „გამწვანების პროექტისთვის“ იყო განკუთვნილი.

ბაობაბის უნებართვო მოპოვება ქვეყანაში პირველი კატეგორიის დანაშაულია და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საუკუნოვანი ხეები ამჟამად დურბანში, Africa Global Logistics-ის (AGL) საწყობშია დაყადაღებული. Daily Maverick-ის ინფორმაციით, სამართლებრივი დარღვევები და ქრონოლოგია ასეთია:

2026 წლის 17 ივლისს, როდესაც სამართალდამცველებმა ხეები საწყობში შეამოწმეს, ექსპორტიორმა ვერ წარადგინა კანონიერი ლიცენზია, რომელიც მას დაცული სახეობის ამოთხრის, ფლობის, ტრანსპორტირებისა და ექსპორტის უფლებას მისცემდა.

მას შემდეგ, რაც ხეები დაუყადაღეს, ექსპორტიორმა 27 ივლისს დეპარტამენტში შეიტანა განაცხადი ლიცენზიის მისაღებად, რათა უკვე ჩადენილი ქმედება წარსული თარიღით დაეკანონებინა.

დეპარტამენტმა 31 ივლისს მოთხოვნა ოფიციალურად უარყო და განმარტა, რომ ვინაიდან საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს, უწყება არ გასცემს ლიცენზიას პოსტფაქტუმ, რათა სავარაუდო კრიმინალურ ქმედებას კანონიერი სახე მისცეს. ექსპორტიორმა გადაწყვეტილება 8 აგვისტოს გაასაჩივრა და დავა ამჟამად სააპელაციო ადმინისტრატორთან მიმდინარეობს.

საწყობის მფლობელი კომპანია AGL აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ ლოგისტიკური სერვისის მომწოდებლები არიან, არ ფლობენ ნებართვას, არ მონაწილეობდნენ ხეების ამოთხრაში და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდება არ არსებობს.

ბაობაბის ფონდის დამფუძნებლის, სარა ვენტერის განცხადებით, საქართველოს ამ ხეების სიცოცხლის შენარჩუნების ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს.

საქართველოში აფრიკული ბაობაბების იმპორტის ერთადერთი პრეცედენტი 2022-2023 წლებს უკავშირდება, როდესაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის კენიიდან 8 ძირი ბაობაბის ხე ჩამოიტანეს.
2024 წელს დენდროლოგიურმა პარკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კენიიდან ჩამოტანილი რვაბევე ბაობაბის ხე გადარგვიდან 6-7 თვეში გახმა.

პოპულარული

ტრამპს შეუძლია ძალიან მარტივად დასვას პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან: ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოდკასტში The Diary of a...

შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით – პაპუაშვილი

"შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით" - აცხადებს ქართული ოცნების...

საქართველოში 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობა და გართულება გრიპის ვირუსითაა გამოწვეული – ჩხაიძე

"საქართველოში 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობა...

მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები – წითლიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების” აქტივისტები და...

ტრამპს გაეროს გენერალურ მდივნად ვიქტორ ორბანი უნდა. რა შანსები აქვს უნგრეთის ყოფილ პრემიერს

დონალდ ტრამპი უნგრეთის ყოფილ პრემიერს, ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური...

ეთიოპიაში მართლმადიდებელ ქრისტიანებზე თავდასხმებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ამბობს, რომ ორომიის რეგიონის არსის...

ყველა ამბავი

ციხეებში წამებს ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა, დაუსჯელობას აძლიერებს! – საია & Amnesty International – ის ერთობლივი განცხადება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (სა.ია.) და Amnesty International ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ შეშფოთებას იწვევს პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და არასათანადო...

ეთიოპიაში მართლმადიდებელ ქრისტიანებზე თავდასხმებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ამბობს, რომ ორომიის რეგიონის არსის ზონაში ორ თავდასხმას სულ მცირე 60 მორწმუნე ემსხვერპლა. განცხადება ორშაბათს,...

თბილისში 25 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, გასულ ღამეს 25 წლის ბიჭი მოკლეს.მამაკაცი სიღნაღიდანაა და გუშინ თბილისში, რესტორან "ლისი მერეში", ძმის ქორწილში იმყოფებოდა. მათივე...

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, აზარტული ტურნირების შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის საშუალებას აძლევს.„სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ...

ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს „პანჩური“ ამოარტყეს – ელისაშვილი

ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს „პანჩური“ ამოარტყეს - აცხადებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი.პოლიტიკოსის თქმით, ბრძოლისა...

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა

რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - აცხადებს პრორუსი ბიზნესმენი, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს....

პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს – საია

"პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს" - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს – გიგა ფარულავა

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც უშუალოდ ამომრჩეველმა მიანიჭა ჩვენს პარტიას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“...

ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს

ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში, ვრცელ პოსტს აქვეყნებს სათაურით - ავღანეთის ბაზრის პოტენციალი და საქართველოსთან ეკონომიკური...

„ლილო მოლის“ 15 მეწილიდან 13 “ოცნების” მთავარი დამფინანსებელია – TI

„ლილო მოლის“ 15 მეწილიდან 13 პოლიტიკური შემწირველია. მათ ჯამში 3.88 მილიონი ლარი შეიტანეს - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.TI-ის...

მთავარი მსოფლიოში – 27 ოქტომბერი

დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელის არჩევნები, ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაკავშირებული სამხედრო დაძაბულობა, უკრაინაში პირველი ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის...