ბულგარეთმამკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, რუსეთს გადასცა. რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით ხვიჩა ცხაკაიას ბრალად ედება ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი მკვლელობა.
2005 წლის მაისში ხვიჩა ცხაკაიას ნაცნობთან ფინანსური უთანხმოება მოუვიდა, რის შემდეგაც, დაუდგენელ პირთან ერთად, მისი მკვლელობა დაგეგმა. თანამზრახველებთან ერთად ავტომობილში მყოფ დაზარალებულს დანით არანაკლებ 14 ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ცხაკაია სამართალდამცველებს, ემალებოდა, რის გამოც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
ბულგარეთში მისი დაკავების შემდეგ რუსეთის გენპროკურატურამ ექსტრადიცია მოითხოვა, რასაც ბულგარეთის მხარე დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის შსს-ს განცხადებაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქედაც იყო მოხსენიებული, თუმცა გენპროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში თავად ცხაკაია ადასტურებს, რომ ზუგდიდშია დაბადებული.


