ადგილობრივი მედიის “აჭარა თაიმსის”ინფორმაციით, ქობულეთში მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა.
“ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებულები ვართ. სკოლამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევა გადაცემულია საგამოძიებო უწყებისთვის და საქმეზე გამოძიება დაწყებულია. მომხდარი ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა. ამ ეტაპზე მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პრევენციის მიზნით შემთხვევას შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცა“, – ამბობს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე.


