ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად აუკრძალოს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს და არც სრულ აკრძალვას გამორიცხავს. ახალი დისკუსიის საბაბი ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომლითაც რუს ჰოკეისტებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიეცათ.პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ პარასკევს, 6 ნოემბერს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის სრული აკრძალვის შესაძლებლობა არ გამორიცხა. ეს „თანმიმდევრული გადაწყვეტილება“ იქნებოდა, განუცხადა მან ჟურნალისტებს მთავრობის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ.

რუს სპორტსმენებს შესაძლოა ფინეთში შესვლაზე უარი უთხრან

ორპომ შეახსენა საზოგადოებას, რომ ფინეთი რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლას 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ზღუდავს. სხვა ზომებთან ერთად, ჰელსინკის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა. „ახლა გვინდა, გვქონდეს შესაძლებლობა, ქვეყანაში შესვლაზე უარი პროფესიონალ სპორტსმენებსაც ვუთხრათ“, — ციტირებს მის განცხადებას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Yle.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი უწყება მოკლე ვადაში მოამზადებს ცვლილებებს მთავრობის ადრინდელ გადაწყვეტილებაში, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლას ეხება. „რუსეთმა უკრაინაში თავისი დაპყრობითი ომი უნდა შეწყვიტოს“, — დასძინა მან.

Yle იუწყება, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში ჰელსინკიში ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ორი მატჩი გაიმართება, რომლებშიც რუსმა ჰოკეისტებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. ამის შემდეგ ფინეთის დედაქალაქში ფიგურულ სრიალში ტურნირი Finlandia Trophy ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას რუსეთის წარმომადგენლებიც გეგმავენ. ნოემბრის ბოლოს კი ჩრდილოეთ ფინეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ რუკაზე, თხილამურებით რბოლაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება, რომელზე დასასწრებადაც რუსი სპორტსმენები ჩასვლას აპირებენ.

ლოზანის სასამართლომ რუსეთის ჰოკეის ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვება მოითხოვა

ევროპის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების შესვლის შესახებ დისკუსიები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, კვლავ გამწვავდა ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილების შემდეგ. ოქტომბრის ბოლოს სასამართლომ ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას (IIHF) რუსეთის ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვება დაავალა. ამის შემდეგ IIHF-მა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უთანხმოება გამოხატა და მიუთითა ვიზების მიღების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ლოგისტიკისა და მოკლე ვადებში შეჯიბრებების ფორმატის შეცვლის პრობლემებზე.

გარდა ამისა, ევროპის ექვსი ქვეყნის — დანიის, ლატვიის, ნორვეგიის, ფინეთის, ჩეხეთისა და შვედეთის — ნაკრებებმა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უარი განაცხადეს. CAS-ის გადაწყვეტილებით უკმაყოფილება გერმანიის ჰოკეის კავშირმაც (DEB) გამოთქვა.

„ეს გადაწყვეტილება ძირეულად ცვლის ვითარებას გერმანიაში გასამართი 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო. რუსეთის მონაწილეობაზე დაშვებას ჩვენთვის, როგორც მასპინძელი მხარისთვის, მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში“, — განაცხადეს გერმანიის ჰოკეის კავშირში.

პოპულარული

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს.ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება – შიო III

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს  - ამის...

მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დახურა: ყოფილი პრემიერი ბრალს არ აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ჯარის ძარცვის“ (თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების)...

აჭარაში 13 400 ყალბი დოლარის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის...

გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო – მარტა კოსი

"ვინაიდან გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ...

კობახიძე ჰერჩინკს “ტრაგიკულ პიროვნებას” უწოდებს

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკს, "ტრაგიკული...

თვითმფრინავი, რომლითაც ვუჩიჩის თანამოაზრეები მოსკოვში მიემგზავრებოდნენ ლიეტუვის საჰაერო სივრცეში არ შეუშვეს

თვითმფრინავი, რომლითაც სერბი პოლიტიკოსები, ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის თანამოაზრეები,...

ნოემბრიდან ევროკავშირში შესულ ყველა ამანათზე 2 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე...

ყველა ამბავი

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის მონაწილეებზე ეკონომიის გაკეთება უწევთ. როგორ ამწვავებს საბიუჯეტო კრიზისი წინააღმდეგობებს მოსკოვსა...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ახლად არჩეულ პარტიებთან შეხვედრები გამართა, რის...

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები – ფარცხალაძე გეორგიევსკის ბატალიონზე

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები - თქვა სანქცირებულმა და ძებნილმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მხარეს მებრძოლი ქვედანაყოფის დაფუძნების შესახებ."რუსეთის...

კალიფორნიაში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქეს

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 მსჯავრდებულს სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. გადაწყვეტილება პატიმრების გათავისუფლებას...

ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში...

ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, პრაღა-რომის რეისი ვენეციაში დაეშვა

Wizz Air-ის რეისი, რომელიც პრაღიდან რომში მიფრინავდა, ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, ვენეციაში დაეშვა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.საინფორმაციო...

უკრაინის სასამართლომ არახამიას შესაძლო კორუფციულ კავშირებზე გამოძიების დაწყება დაავალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 4 ნოემბერს გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის დაავალა, დაარეგისტრიროს ინფორმაცია ზელენსკის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას,...

პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა – ხოშტარია

"პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა"- ასე ეხმაურება  პარტია "დროას" ლიდერი საპატიმროდან, მისი პარტიის, რუსეთის მიერ,?არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადებას."ვიღებ მილოცვებს!პუტინის სისხლიანი...

ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა.მას საპროცესო შეთანხმება 2 ნოემბერს გაუფორმდა და სასჯელის სახით განესაზღვრა 1...

უკრაინელებმა დრონებით კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს. როგორც  ცნობილია,დარტყმების შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.  პროკურატურა მას ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების...

“უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავს დაესხნენ” – ძარცვის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში წინასწარი შეთანხებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია. ინფორმაციას შსს...