საქართველოში პირველი პრეცედენტი გვაქვს: ბრალი წარედგინა მასწავლებელს 30 წლის შემდეგ. 7 წლის მოსწავლეზე სისტემატურად ძალადობდა წლების განმავლობაში და დღემდე ბავშვებთან მუშაობს. არ ვარ დარწმუნებული სასამართლოში, რისკებს ვერ ხედავენ ძველ დანაშაულებში, არადა პედოფილიაზე ვსაუბრობთ და კაცი მუშაობს ისევ ბავშვებთან!!!“ – წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში
მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება ორგანიზაცია საფარმაც გაავრცელა:
„ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც დაზარალებული 7 წლის იყო, მასზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ერთი წლის წინ, საფარს ახალგაზრდა ქალმა მიმართა. საქმეზე მუშაობა ორგანიზაციის იურისტმა, მარი ვარამაშვილმა დაიწყო. მთელი ამ დროის განმავლობაში, იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა.
პროკურატურამ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე კაცს ბრალი წარუდგინა. საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.
ხვალ, 10 ნოემბერს სასამართლო რისკებს შეაფასებს, აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს და გადაწყვეტს, შეეფარდება თუ არა ბრალდებულს პატიმრობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება“ – წერს საფარი გავრცელებულ განცხადებაში


