“ამ ადამიანებზე ღიად საუბარი სახიფათოა“-დუბლინში ჩასული კობახიძე ამტკიცებდა, რომ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელმა ომში ჩართვა კატეგორიულად მოთხოვა

“ჩვენ ხშირად არ ვაკონკრეტებთ, კონკრეტულად ვის ვგულისხმობთ „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ. თუმცა ამ ტერმინით სრულიად კონკრეტულ ადამიანებს მოვიაზრებთ. ამასთან, როდესაც „გლობალური ომის პარტიაზე“ ვსაუბრობთ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ეს ძალები ერთი და იგივე არ არის, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები საქართველოზე გავლენის მოსახდენად ოფიციალურ ბერკეტებსაც იყენებენ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

კობახიძე ამტკიცებს, რომ ძალიან მაღალი ოფიციალური სტატუსის მქონე ადამიანმა პირდაპირ და კატეგორიულად მოითხოვა, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა, ეს ადამიანი „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი იყო.

„თქვენ ახსენეთ საქართველოს ომში ჩართვის საკითხი. როდესაც ვსაუბრობთ „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესზე, საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს და ქვეყანა ომში ჩაითრიოს, შემიძლია ერთი კონკრეტული შეხვედრის შესახებ მოგიყვეთ. ამ შეხვედრას პირადად მეც ვესწრებოდი ჩემს წინამორბედთან ერთად. ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი პირი, რომელმაც პირდაპირ და კატეგორიულად მოითხოვა, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ადამიანი „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი იყო და ამაში დარწმუნებული ვართ. ამასთან, ამ პირს ძალიან მაღალი ოფიციალური სტატუსი ჰქონდა. ის ოფიციალურ ორგანოებთან და სტრუქტურებთან იყო დაკავშირებული. თუმცა ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ომში ჩათრევას არც ევროკავშირი ცდილობდა და არც ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის მისი წინა ადმინისტრაცია. ეს იყო კონკრეტული ძალების მცდელობა, რომლებსაც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე როგორც ევროკავშირში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია იყენებს ტერმინს „დიფ სთეითი“. ჩვენ გარკვეულწილად მსგავს მოვლენას ვგულისხმობთ, თუმცა ეს ცნებები სრულად იდენტური არ არის.

ამასთან, არასოდეს ვაკონკრეტებთ, კონკრეტულად ვის ვგულისხმობთ ამ ტერმინის ქვეშ. ამას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით ვაკეთებთ, რადგან ამ ადამიანებზე ღიად საუბარი საკმაოდ სახიფათოა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ისინი სხვადასხვა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე, გავლენის მოსახდენად ოფიციალურ ბერკეტებს იყენებენ, მათ შორის ევროპულ ინსტრუმენტებს. ანალოგიური ვითარება იყო ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის დროსაც, როდესაც ამერიკული ინსტრუმენტები გამოიყენებოდა. ამგვარ პროცესებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მძიმე, უარყოფითი გამოცდილება გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

პოპულარული

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:2 000 მბ + 100 წთ (საქართველოში)...

 ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს,  ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის  საქართველოში – პაპუაშვილი

ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი...

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო...

ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად აუკრძალოს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს...

ჩეხეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ბიუჯეტზე მიბმას აპროტესტებენ

ჩეხეთის მმართველი კოალიცია, პრაღაში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და...

ღარიბაშვილის ოჯახის თქმით მას ციხეში შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე...

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების...

ექიმ მაია კოხტაშვილს არჩებნებზე კენჭისყრა 5 წლით აეკრძალა

ახმეტელ ექიმ მაია კოხტაშვილს, რომელიც სამართალდამცველებმა სექტემბერში დააკავეს, საპროცესო...

ყველა ამბავი

თბილისში 2 ადამიანი ლიფტში ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მობილიზებაა. მოქალაქის ინფორმაციით, გერმანულ ჰოსპიტალთან, კორპუსის ლიფტთან...

მრგვალ ბაღთან ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ...

ეკლესიის ხმა ვერ დადუმდება სახელმწიფო დაფინანსებით და ფარული ზეწოლის მექანიზმებით – მეუფე ილარიონი

" ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა...

იტალიის, ბრიტანეთის და ირლანდიის სკოლებში ბომბის შესახებ შეტყობინებები გავრცელდა – 300-მდე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, ასობით სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა. ბომბის არსებობის შესახებ ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში...

კარგი იქნება ცვლილებები, მეშინია ეს ცვლილებები უარესი არ იყოს – მეუფე ნიკოლოზი

"ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ოღონდ დიდი ხანია, მარტო დღეს არა, დიდი ხანია, ამ...

აბუ-დაბიში ბუდანოვი იმ რუს გენერალს შეხვდა, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აბუ-დაბიში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რუსეთის ФСБ-ს გენერალ დმიტრი მინაევს შეხვდა. უკრაინული მხარე...

ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი

თბილისში, ვაკეში 10-მდე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაჭრეს. როგორც ცნობილია, დაჭრილია დაჩი ტვილდიანი, ქართული ოცნების...

ნიკა გვარამია, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

ხმაური იყო საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვების ეტაპზე მიმდინარეობს.მოსამართლემ დარბაზიდან კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი...

გარდაცვლილი სტიქაროსანის საქმეზე, 2 წლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

23 წლის გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე 2 წლის შემდეგ თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადვოკატი ლედი...

რუსები ამბობენ, რომ დონბასი დაიკავეს, სინამდვილეში ჩვენ კონტროლქვეშაა. პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს – ზელენსკი

"რუსები თვლიან და ამტკიცებენ, თითქოს უკვე ოკუპირებული აქვთ დონბასის ნახევარი, რომელიც სინამდვილეში ჩვენს კონტროლქვეშაა" -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ...

ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

დიდ ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით დააკავეს. ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტული დანაყოფის ცნობით, 41 წლის სამხედრო...

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:2 000 მბ + 100 წთ (საქართველოში) - 7₾ ულიმიტო წთ (საქართველოში) - 14₾ 50 000 მბ - 22₾ 9...