“როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა ” – ამბობს ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე
“ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა. ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზეც.
რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა მიმაჩნია, რომ შესაძლებელი იყო როგორც უკრაინაში პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილება. ცხადია, ეს ომები რუსეთმა დაიწყო, განსხვავებით საქართველოში ომისგან, რომელიც, ჩემი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს. ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო – როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის. სამწუხაროდ, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ” – ამბობს კობახიძე.


