ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური ბომბის“ ან ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლო სცენარებს განიხილავს. ამის შესახებ ტელეკომპანია ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.

ამ ეტაპზე საუბარი არ არის გარდაუვალ თავდასხმაზე. დაზვერვის შეფასებით, თეირანი სამომავლო მოქმედების შესაძლო ვარიანტებს ამუშავებს. მიუხედავად ამისა, მოპოვებული ინფორმაცია კონკრეტულ სამიზნეებსა და ლოკაციებს მოიცავს, რის გამოც ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს და საგანგებო რეაგირების გეგმები აამოქმედეს.

ამერიკელი ოფიციალური პირები ირანის შესაძლო გეგმებს ესკალაციის საგანგაშო ნიშნად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, თეირანის გააქტიურება შესაძლოა უკავშირდებოდეს აშშ-ის სამხედრო დარტყმებითა და მკაცრი ეკონომიკური ბლოკადით გამოწვეულ ზეწოლას.CNN-ის წყაროების ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში უსაფრთხოების საკითხებზე არაერთი შეხვედრა გაიმართა. ირანიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეების გამო, გასულ კვირას აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი საიდუმლო სამსახურის გადაწყვეტილებით სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელში გადაიყვანეს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია საფრთხეს მაქსიმალური სერიოზულობით ეკიდება. მისი თქმით, ირანის მხრიდან ვაშინგტონზე თავდასხმას უკიდურესად მკაცრი პასუხი მოჰყვება და თეირანი „ისეთ ფასს გადაიხდის, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია“.

თავის მხრივ, შიდა უსაფრთხოების მდივანმა მარკვეინ მალინმა ირანის გეგმებს „ამბიციური სურვილები“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს ახალი საფრთხე არ არის.

დაზვერვის შეფასებით, აშშ განსაკუთრებით მოწყვლადია არატრადიციული იარაღის შესაძლო გამოყენების მიმართ. ე.წ. „ბინძური ბომბი“ ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ნივთიერებასა და რადიოაქტიურ მასალას აერთიანებს. მისი დამზადება ბირთვული იარაღის შექმნასთან შედარებით გაცილებით მარტივია, ხოლო თავდასხმის ორგანიზებისთვის შესაძლოა აშშ-ის ტერიტორიაზე უკვე მყოფი პირების გამოყენებაც იყოს შესაძლებელი.

ამერიკული დაზვერვის მიერ დაფიქსირებული კომუნიკაციების თანახმად, ირანული მხარე ამტკიცებს, რომ ბომბის დასამზადებლად საჭირო მასალები აშშ-ის ტერიტორიაზე უკვე დამალული აქვს. თუმცა, სპეცსამსახურებში ამ ინფორმაციის სანდოობის შესახებ ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

ამასთან, ამერიკული დაზვერვა აკვირდება ცნობებს ახლო აღმოსავლეთში განთავსებული აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისა და დიპლომატების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებაც.

თეირანი ვაშინგტონის ბრალდებებს უარყოფს. გაეროში ირანის მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ირანი ნებისმიერ ვითარებაში უკანონოდ მიიჩნევს ქიმიური იარაღის გამოყენებას, ხოლო გავრცელებულ ცნობებს „ყალბსა და შეთითხნილს“ უწოდებს. ამასთან, მას უშუალოდ „ბინძური ბომბის“ შესახებ ბრალდებაზე კონკრეტული კომენტარი არ გაუკეთებია.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაღაიმ კი განაცხადა, რომ ომის დამწყებები შემდგომი აგრესიისა და სისასტიკის გასამართლებლად წინასწარ ქმნიან შესაბამის საბაბებს.

პოპულარული

უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ რუსეთის ქალაქ აზოვში ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით...

დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით ვართ! – კალაძე

"დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით...

ნურმაგომედოვების გუნდს პატიმრობა მიესაჯა, დვალიშვილი და ლაზიშვილი კი გათავისუფლდებიან

ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და...

ესტონეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს და ГРУ-ს დივერსიის ორგანიზებაში ადანაშაულებს

ტალინი აცხადებს, რომ დრონების მწარმოებელი საწარმოს, Threod Systems-ის, გადაწვის...

დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას – კობახიძე

"დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა...

ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

დიდ ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის...

უკრაინელებმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანეს

უკრაინამ 11 ნოემბერს ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს "ნარო-ფომინსკს"...

ყველა ამბავი

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...

ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად – დაკავებულია 1 პირი

შსს-ს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა. დანაშაულებრივი...

„ჭირვეული პუტინი, ჯიუტი ზელენსკი და დემოკრატების ღალატი“–ჯო ბაიდენმა თავისი პრეზიდენტობის ოთხი წლის შესახებ მემუარები გამოსცა

17 ნოემბერს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მემუარები გამოდის, სახელწოდებით Promise Me, America („დამპირდი, ამერიკა“). წიგნში ის თეთრ სახლში...

„ეს ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა“- რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობაზე თანხმობა არ გაუცია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპული ქვეყნების მონაწილეობაზე თანხმობა არ გაუცია. ოთხი...

შეუძლებელია ვინმეს მოეპარა 41 მილიონი ისე, რომ კახი კალაძესთან ეს არ ყოფილიყო შეთანხმებული – ფილფანი

თქვენ გგონიათ, აქამდე არ იცოდნენ, რომ 41 მილიონი იყო მოპარული და თქვენ გგონიათ, რომ ამ 41 მილიონიდან კახა კალაძესთან...