ნია იმნაძეს სწორედ ოჯახმა, ახლობლებმა დაუშავეს, მისგან გამოცდილი მანიპულატორი ჩამოაყალიბეს – ეკა კუპატაძე

“ოჯახის წევრები არიან ტიპური მანიპულატორები, დარწმუნებული ვარ, რომ ნია იმნაძე ამ გარემოცვაში სხვაგვარი ვერ გაიზრდებოდა, მას სწორედ ოჯახმა, ახლობლებმა დაუშავეს, მისგან გამოცდილი მანიპულატორი ჩამოაყალიბეს,- ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.

„იმნაძის ოჯახის წევრები, მისი ადვოკატი, არიან ტიპური მანიპულატორები. მანიპულაციით ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილის წაქეზება მოახერხა და გიგა მოაკვლევინა. დღეს კი, მანიპულაციით, ნია იმნაძის ადვოკატმა და მისმა ოჯახის წევრებმა მოახერხეს პროვოკაცია მოეწყოთ. იმნაძის ოჯახის წევრები მოვიდნენ, დადგნენ სასამართლო დარბაზის შორი-ახლოს, დემონსტრაციულად იდგნენ, სიტყვიერი დაპირისპირებაც ჰქონდათ. მამიდები ვართ და შეგვიშვით, დაგვანახეთ, გვაყურებინეთო, ესენი არიან ტიპური მანიპულატორები, დარწმუნებული ვარ, რომ ნია იმნაძე ამ გარემოცვაში სხვაგვარი ვერ გაიზრდებოდა, მას სწორედ ოჯახმა, ახლობლებმა დაუშავეს, მისგან გამოცდილი მანიპულატორი ჩამოაყალიბეს… მანიპულაცია მხოლოდ საუბრით არ ხდება, ხდება ჟესტიკულაციით, თუნდაც დგომით, თუნდაც, თვალი-თვალში გაყრით. ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი ისე უყურებდა ჩემს შვილს, ნიკა ავალიანს სასამართლო დარბაზში შესვლისას, მეც ჩამაგდო აფექტურ მდგომარეობაში და წყობიდან გამომიყვანა. დიახ, ამით დასტურდება, რომ ნია იმნაძე ვერ გაიზრდებოდა სხვანაირი.

[რაც შეეხება დიდი დიღმის ეპიზოდს], სასამართლომ ორივე დამნაშავედ ცნო. ჩემთვის ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დიახ, ვისთვისაც დანაშაული ნორმაა, მან უნდა იცოდეს, რომ დანაშაული და ძალადობა ნორმა არ არის. თუ ხელს აწერ დანაშაულს, ანუ სჩადიხარ, მზად უნდა იყო იმისათვისაც, რომ პასუხი მოგეთხოვოს”,- განაცხადა კუპატაძემ.

ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პოპულარული

უკრაინამ ვოლგოგრადში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

12-13 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის...

ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად – დაკავებულია 1 პირი

შსს-ს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის...

სლოვაკეთში რობერტ ფიცოსა და კრემლთან მისი კავშირების წინააღმდეგ აქციები გაიმართა

სლოვაკეთში 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების 37-ე წლისთავისადმი მიძღვნილი...

დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას – კობახიძე

"დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა...

ნურმაგომედოვების გუნდს პატიმრობა მიესაჯა, დვალიშვილი და ლაზიშვილი კი გათავისუფლდებიან

ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და...

პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო – ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევს – ტრამპი

ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო, -...

ყველა ამბავი

ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირია მოკლული – სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირია მოკლული.  როგორც უწყება აცხადებს,  მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.„გამოძიება სისხლის სამართლის...

დაუსჯელი არავინ დარჩება – კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზე

საქმე გვაქვს სავარაუდო საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ დარჩება! ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე! -...

დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე – ზიანს მთლიანად ანაზღაურებს კომპანია – საბურთალოს რაიონის გამგებელი

GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ...

პარლამენტს არ მივიჩნევ ლეგიტიმურად, მაგრამ მის მიერ მიღებულ კანონებს, დიახ, ვასრულებ! – გვარამია

ეს პრეზიდენტი, ჩემთვის, როგორც ამ პარლამენტის მიერ ნომინირებული და არჩეული, ლეგიტიმური პირი არ არის - ყაველაშვილს ჰყავს ხალხიც შეწყალებული,...

“ძილის დროს ბავშვებს თავზე ბალიშებს აფარებენ და ისე აძინებენ” – წალკის  საბავშვო ბაღშიბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  გამოძიება სისხლის სამართლის...

ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან – მათიკაშვილი

ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან - ამ რელსებზე გადადის ევროკავშირის ბიუროკრატია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო...

ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო,...

GWP წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს – კალაძე

საბურთალოზე, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია GWP  წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ - ამის შესახებ თბილისის მერმა...

სლოვაკეთში რობერტ ფიცოსა და კრემლთან მისი კავშირების წინააღმდეგ აქციები გაიმართა

სლოვაკეთში 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების 37-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა. დემონსტრანტები კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევასა და რობერტ ფიცოს...

“აივანზე “ტენტების” მონტაჟისთვის ავანსად ₾24 000 გამოართვა და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა” – დააკავეს 1 პირი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს."დადგინდა, რომ მოქალაქემ აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლისა და მონტაჟის სერვისის...

ტრამპი, ეპშტეინი და პუტინის ოლიგარქები: რა გაირკვა Deutsche Bank-ის დოკუმენტების გაჟონვის შედეგად

Deutsche Bank-ის შიდა დოკუმენტების მასშტაბურმა გაჟონვამ გამოააშკარავა ბანკის საქმიანი კავშირები რუს მილიარდერებთან. სანქციებთან დაკავშირებული რისკების მიუხედავად, ბანკი წლების განმავლობაში...

ღამით მანქანის ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა – შსს

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. შსს-ს ცნობით, ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა."რეგულაციის...