კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის 90-ვე ოჯახს დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ, რადგან არსებობს კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე.
„ჩვენ მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, დროებით, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ ამის აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ“, — განაცხადა კალაძემ.
ფონიჭალაში, ხუთსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამ დრომდე შვიდ ადამიანს ეძებენ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.


