ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების მოწოდებები–ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში დებატები გაიმართა საქართველოს საკთხზე. ევროდეპუტატებმა რეზოლუცის პროექტი განხლეს, რომელიც პაატა ბურჭულაძეს და სხვა ქართველ პოლიტპატიმრებს ეხება. ევროპარლამენტარებმა ქართული ოცნების ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს.

საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენე ევროკავშირს იმ პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებს, ვინც, მისი შეფასებით, ქვეყნის ევროპული მომავლის შეფერხებაზეა პასუხისმგებელი.

“პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი დიადი ხმაა. დღეს ის 71 წლისაა და ციხეშია. შვიდი წელი აქვს მისჯილი ქართველ ხალხთან ერთად დგომისთვის. ის მარტო არაა.

გასულ კვირას ქართველი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი. მათ ციხის საშინელი პირობების შესახებ გვითხრეს. დღეს ნინი მანჯგალაძეს შევხვდი, რომლის მამაც ბურჭულაძესთან ერთად გაასამართლეს. ნინი დღეს აქ არის ჩვენთან.

მან გვითხრა, რომ მამამისი 16 კვადრატული მეტრის საკანში ხუთ სხვა პატიმართან ერთად იმყოფება. მან მესიჯი გამოგვიგზავნა ციხიდან: “ევროპა საქართველოს სახლია”. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს მათი მხარდაჭერისთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ბევრი სხვა პატიმარი ახალგაზრდაა, რომელთა ნასამართლეობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ მთელს ცხოვრებაზე და გაურთულოს სწავლა და სამსახურის პოვნა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ.

ამ შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან პროტესტზე თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ჩვენს ისეთივე ჯიუტები ვიყოთ, როგორც ისინი და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

 ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე ასევე მოუწოდა კოლეგებს, ივანიშვილს სანქციები დაუწესონ და გვერდში დაუდგნენ ქართველ პოლიტპატიმრებს:

„პაატა ბურჭულაძემ სახელი თავისი ხმის ძლიერებით გაითქვა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საოპერო მომღერალი, მისი ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა. მაგრამ, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს ეს ხმა ჩაახშოს შეთითხნილი ბრალდებების მეშვეობით ციხეში გამოკეტვით. მისი დანაშაული კი ის არის, რომ მან გაბედა ხმის ამოღება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს საქართველო ევროპული დემოკრატიიდან კრემლის ჩრდილის ქვეშ მყოფ ბელარუსული სტილის რეჟიმად აქციოს. პაატა ბურჭულაძე მარტო არ არის და საქართველოს მოსახლეობის 80%-ს კვლავ სურს ევროპული მომავალი.

უკვე თითქმის ორი წელია, ისინი ქუჩაში გამოდიან. ხმას იმაღლებენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად აცნობიერებენ, რომ ამით ცემის, თავდასხმის ან პაატასა და მზია ამაღლობელის მსგავსად პატიმრობის რისკის ქვეშ დგებიან, თუმცა ისინი მაინც არ ნებდებიან. ამიტომ, კოლეგებო, არც ჩვენ ვთქვათ მათზე უარი. გვერდში დავუდგეთ ქართველ პოლიტპატიმრებს, დავუწესოთ მიზანმიმართული სანქციები ივანიშვილს და გავაგრძელოთ ზეწოლა ამ რეჟიმზე იქამდე, ვიდრე პაატასა და ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად და ხმამაღლა არ გაიჟღერებს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში“, – თქვა კრემერმა.

ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ კოლეგების მსგავსად ივანიშვილის და მისი ოჯახის, ასევე მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვა.

მისი თქმით, საქართველომ  კურსი შეცვალა და ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება, სანქციებისთვის გვერდის ავლისა და “უკანონო ფულის ნაკადების ადგილი” ხდება, მის დემოკრატიას კი “სისტემატურად ახრჩობენ”.

“კიდევ რამდენი ქართველი უნდა იქნას დაპატიმრებული, კიდევ რამდენი განაჩენი უნდა გაიცეს, სანამ ევროკავშირი ეფექტიან ქმედებებს მიიღებს. პაატა ბურჭულაძეს – მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალს – 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მიხეილ სააკაშვილი, ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც საქართველო ევროპისკენ მიჰყავდა, ხუთ წელზე მეტია გისოსებს მიღმაა. ოპოზიციონერი აქტივისტები, სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან…

ივლისში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” 91 პოლიტპატიმარი დაასახელა საქართველოში. ეს სია სრული არაა.

საქართველომ თავისი კურსი შეცვალა. ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება, სანქციებისთვის გვერდის ავლისა და უკანონო ფულის ნაკადების ადგილი ხდება, და მის დემოკრატიას სისტემატურად ახრჩობენ.

დროა დავასრულოთ დეკლარაციები. მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ – აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოგზაურობის აკრძალვას. არ დავუშვათ, რომ რუსეთის ინტერესებმა გაიმარჯვოს საქართველოში მისი მოქალაქეების ნებისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ”, – განაცხადა გოშევსკამ.

ევროპარლამენტარმა სანჩეს ამორმა საქართველოში ავტორიტარულ პრორუსულ უკუსვლაზე ილაპარაკა. მისი თქმით, ახლა საჭიროა მკაცრი გადაწყვეტილებები საქართველოს შემთხვევაში.

“რას ვაკეთებთ საქართველოს მსგავს შემთხვევებზე? უფრო ადრე უნდა ვიმოქმედოთ. გამაფრთხილებელი ნიშნები გაცილებით უფრო ადრე დავინახეთ. მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება გვაქვს.

თუმცა, ჩვენ საჩუქრები გავეცით და მერე, რამდენიმე თვის შემდეგ, ნათელი ავტორიტარული პრორუსული უკუსვლა დავინახეთ. ამ ეტაპზე ერთადერთი რამ, რაც იმუშავებს, სანქციებია, მაგრამ, როგორც ჩანს, სანქციები მხოლოდ მაშინ მუშაობს თუ საქართველოს რუსეთთანაა მიბმული. მაგრამ, რაც შეეხება დემოკრატიის მხარდაჭერას, სანქციების კალათა გვჭირდება, ოლიგარქების წინააღმდეგ საქართველოში.

რომც ვერ მივაღწიოთ ერთსულოვნებას, უნდა გავასაჯაროოთ მთავრობები, რომლებიც უარს ამბობენ ამის მხარდაჭერაზე”, – განაცხადა სანჩეს ამორმა.

ჩვენ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ეცემიან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა

მან ისაუბრა პაატა ბურჭულაძეზე და თქვა, რომ საქართველოში „ოლიგარქებს“ მისი ეშინიათ, რადგან მან დემოკრატია მოითხოვა.

„ქართველ ოლიგარქებს პაატა ბურჭულაძის ხმის ეშინიათ. რატომ? იმიტომ, რომ მან თავისუფლება და დემოკრატია მოითხოვა. ის 71 წლის არის. სხვათა შორის, ის ასევე, ავსტრიის მოქალაქეც არის. საქართველოში ახალგაზრდებიც და ასაკოვანი მოსახლეობაც ქუჩებში გამოდიან, საქართველოსა და ევროპის დროშებს აფრიალებენ. ეს ამ ერის სიმამაცის დიდებული გამოვლინებაა.ჩვენ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ეცემიან. ეს უკვე ვნახეთ უნგრეთში, სერბეთსა და სირიაში, სადაც მოსკოვის მარიონეტები ერთმანეთის მიყოლებით დაეცნენ. ამიტომ, მოდით, მივიღოთ ეს რეზოლუცია და მოვითხოვოთ პაატას დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – თქვა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა.

ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ, რომელიც ოცნების დამცველ მცირერიცხოვან ევროპარლამენტარებს შორის არის, თქვა, რომ 2025 წლის ოქტომბერში პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ და ხალხს პრეზიდენტის სასახლის შენობაში შეჭრისკენ მოუწოდეს.

ტიერი მარიანი თვლის, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ისევე იმოქმედა, როგორც აშშ-მ კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს

„2025 წლის ოქტომბერში პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი დემოკრატიულად არის არჩეული. ამის შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ და ხალხს პრეზიდენტის სასახლის შენობაში შეჭრისკენ მოუწოდეს. მათ ამბოხისკენ მოწოდებებით კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, რის შედეგადაც, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ბევრი თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. დამოუკიდებელმა და სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ ეს განსაჯა, როგორც ერის ფუნდამენტურ ინტერესებზე თავდასხმა. ისევე როგორც ეს ამერიკულმა მართლმსაჯულებამ კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ გააკეთა, როდესაც ასობით ადამიანი მკაცრად გაასამართლეს. მაშინ ევროკავშირს ამის საწინააღმდეგოდ არაფერი უთქვამს“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.

პოპულარული

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს,...

გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს კაცი დაიღუპა

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს 60 წელს გადაცილებული...

ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა,...

ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი...

ჩინეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში აშშ-ის...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება...

კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას ითხოვს

ბრიუსელთან ურთიერთობების აღდგენისა და გაღრმავების მთავარ წინაპირობად, ევროკავშირი სირიისგან...

ყველა ამბავი

არ არსებობს არანაირი მიზეზი, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი 28 ნოემბერს აქციაზე  – ზურაბიშვილი

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე და რატომ არ უნდა აკეთებდეს...

პოლიციის მე-5 განყოფილებაში, “მაკაჩავეს”კინაღამ მცემეს, დამაკავეს. მაგიდაზე განყოფილების უფროსს იარაღი ედო – ადვოკატი

"თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში "მაკაჩავეს" მითხრეს რომ ფეხებზე ჰკიდიათ ჩემი ადვოკატობა, კინაღამ მცემეს, დამაკავეს. მაგიდაზე განყოფილების უფროსს იარაღი...

თბილისის ნაძვის ხის დეკორაციების შესაძენად  343 026 ლარის შესყიდვა გამოცხადდა

საახალწლოდ თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის მორთვისთვის საჭირო ახალი ფიგურებისა და ნაძვის ხის ძირის კონსტრუქციის შესყიდვას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გამარტივებული...

ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ [ციხეში]? – ვატო ყიფიანი

ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ ? -ასე მიმართა ბრალდებულმა ვატო ყიფიანმა პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილს საქალაქო სასამართლოში, სადაც...

რუსეთი ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც – მერცი

რუსეთი ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას...

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია გარდაიცვალა. 24 ნოემბერს, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის,...

მამაკაცი, რომელმაც ფონიჭალაში აფეთქებისას სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის ილია ისაევი, რომელმაც სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო, კლინიკაში გარდაიცვალა.კაცმა...

ტრამპის გეგმის ჩავარდნის შემთხვევაში კიევი დახმარებისთვის აშშ-ის კონგრესს მიმართავს

უკრაინა აშშ-ისგან სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვს, თუ წლის ბოლომდე კიევისთვის მისაღები სამშვიდობო შეთანხმება...

აშშ-ის სასამართლომ Huawei სამრეწველო ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო

ბრუკლინის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ Huawei ბრალდების 12 პუნქტიდან 10-ში დამნაშავედ ცნო, მათ შორის კომერციული საიდუმლოების მოპარვის მიზნით შეთქმულებაში. კომპანია...

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერ

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაია, კლინიკიდან გაწერეს. ინგოროყვას კლინიკაში აცხადებემ რომ ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ის...

წამოიყვანოს პუტინი და კიევში ჩამოფრინდეს – ზელენსკი ლუკაშენკოზე

"წამოიყვანოს პუტინი და კიევში ჩამოფრინდეს"- ასე უპასუხა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბელარუსის  პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეთავაზებას, მოსკოვში ჩაფრენასთან დაკავშირებით.პასუხად...

BBC:ათასობით დაღუპული „მეტყევის ქოხისთვის“: რამდენი ადამიანი დაკარგა რუსეთმა უკრაინის პატარა სოფლებისთვის ბრძოლებში

BBC-ის რუსული სამსახური აქვეყნებს ვრცელ სტატიას უკრაინასთან ომში რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ იმ უკრაინული მცირე დასახლებების ასაღებად. მედიამ სხვადასხვა...