„ჯობია შევარჩიოთ სიტყვები“ – პუტინისტი ბიზნესმენი მამუკა ფიფია კობახიძის წარმომადგენელს აფრთხილებს

პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ირაკლი კობახიძის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

საუბარია ზურაბაშვილის მიერ 25 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ კომენტარზე, სადაც მან 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან გამართული შეხვედრა შეაჯამა. ზურაბაშვილის თქმით, ის ქართული კომპანიებისთვის ადრე დაწესებული სანქციების მოხსნას ელოდა, თუმცა გალუზინმა აცნობა, რომ მოსკოვი კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას გეგმავს.

მამუკა ფიფია საკუთარ Telegram-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზურაბაშვილის ამ განცხადებას „დემარშს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ მას მინსკში გამგზავრებამდეც ჰქონდა ინფორმაცია შესაძლო შეზღუდვების შესახებ:

„გაოგნებული ვარ ბატონი გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელი განცხადებით. რა საჭირო იყო ასეთი დემარში, გაუგებარია. ბატონ გიორგის ჯერ კიდევ თბილისში მოახსენეს და გააფრთხილეს მაქსიმალურად მეგობრულ რეჟიმში, უთხრეს, რომ არის კიდევ 2 კომპანია, რომლებიც მოხვდებიან შეზღუდვების ქვეშ – ესაა „ვინივერია“ და „შატო მუხრანი“; აუხსნეს მექანიზმები, აუხსნეს პირობები, როგორ შეიძლება ამ კომპანიების გაყვანა სასანქციო რეჟიმიდან.

იგივე აუხსნა ბატონმა გალუზინმა მინსკში, მაქსიმალურად მეგობრულად და სხვათა შორის, გალუზინმა გააკეთა გუშინ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული კომპანიები მაქსიმალურად იქნებიან წარმოდგენილები რუსეთის ბაზარზე. აქედან გამომდინარე, რა საჭირო იყო ეს და რას ემსახურება ეს განცხადება, გაუგებარია ჩემთვის პირადად.

ეს კომპანიები, რომლებიც ახლა სანქციების ქვეშ არიან, უკვე თანამშრომლობენ რუსეთის ოფიციალურ უწყებებთან, რათა გავიდნენ სასანქციო რეჟიმიდან. რუსული მხარე მაქსიმალურადაა მონდომებული, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. ჯობია შევარჩიოთ სიტყვები და ვითანამშრომლოთ რუსულ მხარესთან“, – აცხადებს ფიფია Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

პოპულარული

ქუთაისიდან ბერლინში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი თბილისში დაეშვა

დღეს დილით Wizz Air-ის  ქუთაისიდან–ბერლინის რეისის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე...

თბილისის ნაძვის ხის დეკორაციების შესაძენად  343 026 ლარის შესყიდვა გამოცხადდა

საახალწლოდ თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის მორთვისთვის საჭირო ახალი ფიგურებისა...

ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი...

2 წლიანი პატიმრობის შემდეგ ანატოლი გიგაურმა ციხე დატოვა

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, „ნაციონალური მოძრაობის“...

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფიშინგის ახალი კამპანია...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე მეტ ადგილს იკავებენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილიდან სულ მცირე...

მამაკაცი, რომელმაც ფონიჭალაში აფეთქებისას სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31...

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დასავლელი სამხედროები უკრაინაში ახლავე უნდა განთავსდნენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონმა...

ყველა ამბავი

12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ირაკლი ფირცხალავამ საპატიმრო დატოვა

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმე გახსნილად 2015 წლის 2...

შს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა – მან თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცალა

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე...

აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია 1 პირი.არსებული ინფორმაციით, სახლში ცეცხლი აფეთქების...

ბიუჯეტიდან დაკარგული მილიონები: TI-ს დასკვნა ქობულეთის ბაღების მშენებლობაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა ხალას, გვარასა და ქვედა კვირიკეს საბავშვო ბაღების ტენდერები, სადაც ხელშეკრულებებში ჯამში 43 ცვლილება შევიდა და...

“ბანკის თანამშრომელმა ორგანიზაციის 800 000 ლარი მიითვისა” – დააკავეს 1 პირი

თბილისის პოლიციამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომერციული...

რუსთავში 398 წვრილფეხა რქოსანის მითვისებისთვის მწყემსი დააკავეს – ზარალმა ჯამში 181 400 ლარი შეადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის...

ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების მოწოდებები–ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში დებატები გაიმართა საქართველოს საკთხზე. ევროდეპუტატებმა რეზოლუცის პროექტი განხლეს, რომელიც პაატა ბურჭულაძეს და სხვა ქართველ პოლიტპატიმრებს ეხება. ევროპარლამენტარებმა ქართული...

არ არსებობს არანაირი მიზეზი, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი 28 ნოემბერს აქციაზე  – ზურაბიშვილი

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე და რატომ არ უნდა აკეთებდეს...

პოლიციის მე-5 განყოფილებაში, “მაკაჩავეს”კინაღამ მცემეს, დამაკავეს. მაგიდაზე განყოფილების უფროსს იარაღი ედო – ადვოკატი

"თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში "მაკაჩავეს" მითხრეს რომ ფეხებზე ჰკიდიათ ჩემი ადვოკატობა, კინაღამ მცემეს, დამაკავეს. მაგიდაზე განყოფილების უფროსს იარაღი...

თბილისის ნაძვის ხის დეკორაციების შესაძენად  343 026 ლარის შესყიდვა გამოცხადდა

საახალწლოდ თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის მორთვისთვის საჭირო ახალი ფიგურებისა და ნაძვის ხის ძირის კონსტრუქციის შესყიდვას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გამარტივებული...

ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ [ციხეში]? – ვატო ყიფიანი

ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ ? -ასე მიმართა ბრალდებულმა ვატო ყიფიანმა პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილს საქალაქო სასამართლოში, სადაც...

რუსეთი ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც – მერცი

რუსეთი ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას...