The Washington Post: ირანი Starlink-ს აშშ-ის ჯარებზე თავდასხმებისთვის იყენებდა

ირანში ომის დაწყებიდან სულ მცირე ორჯერ რეჟიმმა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმებისთვის ილონ მასკის თანამგზავრული კავშირის სერვისი გამოიყენა, — განუცხადეს წყაროებმა The Washington Post-ს.

აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან მალევე ირანმა არაერთხელ მოახერხა ამერიკული თანამგზავრული სერვისის, Starlink-ის, გამოყენება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ჯარებზე დარტყმების განსახორციელებლად. ამის შესახებ გაზეთმა The Washington Post-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.

გამოცემის წყაროების განცხადებით, სულ მცირე ორი ასეთი შემთხვევა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველივე კვირაში დაფიქსირდა. არაავტორიზებული წვდომის დროს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) საკუთარი დანაყოფების მოქმედებებს კოორდინაციას უწევდა და მართავდა დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმებისთვის.

WP-ის ინფორმაციით, შესაბამისი ანგარიში აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტს წარუდგინეს. დოკუმენტში აღწერილი იყო, თუ როგორ იყენებდნენ ირანელი სამხედროები ამერიკულ თანამგზავრულ სერვისს. სააგენტო Reuters-მა კომენტარისთვის პენტაგონს მიმართა, თუმცა უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისთვის მსგავსი დოკუმენტის არსებობის შესახებ არაფერია ცნობილი.

აშშ თავად უჭერდა მხარს ირანში Starlink-ის მუშაობას

WP-ის წყაროების ინფორმაციით, რომლებიც Starlink-ის მფლობელ კომპანია SpaceX-ში მიმდინარე შიდა განხილვებს იცნობენ, კომპანიის მფლობელი ილონ მასკი განრისხდა, როდესაც შეიტყო, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგე მის პროდუქტს იყენებდა.

გამოცემის სტატიაში არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ შეძლო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა Starlink-ის ტერმინალებზე წვდომის მოპოვება. თუმცა თანამგზავრული ქსელის ტერმინალები ირანში არალეგალურად შეაქვთ, მათ შორის ადგილობრივი დემონსტრანტების მხარდასაჭერად.

2026 წლის იანვარში, ირანში საპროტესტო აქციების ტალღისა და ინტერნეტის თანმხლები დაბლოკვის დროს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა ილონ მასკის კომპანიას, დახმარებოდა დემონსტრანტებს კომუნიკაციის უზრუნველყოფაში. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, იმ პერიოდში მასკმა ირანში Starlink-ის უფასოდ გამოყენების ნებართვა გასცა.

SpaceX-მა სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანი Starlink-ს ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმებისთვის იყენებდა და The Washington Post-ს სტატიის უკან გაწვევა მოსთხოვა.

მასკის კომპანიაში აცხადებენ, რომ არც თავად SpaceX-ს და არც პენტაგონს არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ირანელი სამხედროები Starlink-ის თანამგზავრულ კავშირს იყენებდნენ.

„იმიტომ, რომ ეს არასდროს მომხდარა. ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვაცნობეთ The Washington Post-ს, რომ მათი სტატია სიცრუეა“, — განაცხადეს კომპანიაში.

SpaceX-ში ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ მასალა ირანის მხრიდან მორიგი მუქარის ფონზე გამოქვეყნდა. ირანს მანამდე კომპანია და Starlink-ი საკუთარ სამხედრო სამიზნეებად ჰქონდა გამოცხადებული.

ახლა კომპანია გამოცემისგან მოითხოვს არა მხოლოდ სტატიის უკან გაწვევას, არამედ SpaceX-ისა და ამერიკელი ხალხისთვის ბოდიშის მოხდასაც.

Starlink-ის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება მასკისთვის მწვავე საკითხია

2026 წლის ოქტომბერში საბრძოლო მოქმედებების ზონებში Starlink-ის მუშაობის საკითხი ფართო განხილვის საგანი გახდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში.

როდესაც ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია რუსეთისთვის დათმობებზე წასვლასთან დაკავშირებით, კიევმა Starlink-ისა და მისი „სამხედრო პაკეტის“ — Starshield-ის მუშაობაში შეფერხებების შესახებ განაცხადა. ამან საფრთხე შეუქმნა უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ოპერაციას.

მასკისა და ტრამპის განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთისგან განსხვავდებოდა — დაწყებული იმ ფაქტის უარყოფით, რომ რომელიმე მათგანმა შეზღუდვები დააწესა, დასრულებული იმის აღიარებით, რომ შეზღუდვები მართლაც არსებობდა. ამასთან, ნოემბრის შუა რიცხვებშიც კი ზელენსკი აცხადებდა, რომ Starshield-ი უკრაინაში კვლავ შეზღუდვებით მუშაობდა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, გარკვეულ პერიოდამდე უკრაინის ფრონტზე Starlink-ის ტერმინალებით რუსეთის ძალებიც სარგებლობდნენ. თუმცა SpaceX-მა ასეთი არალეგალური კავშირების გამოვლენა და შესაბამისი ტერმინალების დაბლოკვა მოახერხა.

ამის შემდეგ რუსეთში გაიზარდა ყურადღება თანამგზავრული კავშირის სისტემა „რასვეტის“ („განთიადის“) მიმართ, რომლის თანამგზავრების დედამიწის ორბიტაზე გაშვებაც 2026 წლის მარტში დაიწყო.

პოპულარული

აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების...

არც ყულევი, არც ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას – ვოლსკი

არც ყულევი, არც ერთი ქართული სტრუქტურა, მით უმეტეს, ხელისუფლება,...

ტრამპის გეგმის ჩავარდნის შემთხვევაში კიევი დახმარებისთვის აშშ-ის კონგრესს მიმართავს

უკრაინა აშშ-ისგან სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ...

აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან -...

წამოიყვანოს პუტინი და კიევში ჩამოფრინდეს – ზელენსკი ლუკაშენკოზე

"წამოიყვანოს პუტინი და კიევში ჩამოფრინდეს"- ასე უპასუხა, უკრაინის პრეზიდენტმა,...

დაპირისპირება ბათუმის მატჩზე, მინისტრების სატელეფონო ზარები და ანკარის რეაქცია

ბათუმში გამართული ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის...

ბათუმი არენაზე ბეშიქთაშის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა

ბათუმში, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ...

კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას ითხოვს

ბრიუსელთან ურთიერთობების აღდგენისა და გაღრმავების მთავარ წინაპირობად, ევროკავშირი სირიისგან...

ყველა ამბავი

მეცნიერებმა შექმნეს ნანორობოტები, რომლებსაც მედიკამენტების უშუალოდ თავის ტვინში მიწოდება შეუძლიათ

აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მეცნიერთა ჯგუფმა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Caltech) მონაწილეობით შეიმუშავა ტექნოლოგია, რომლითაც მედიკამენტების უშუალოდ თავის ტვინში მიწოდებაა...

ჰააგაში ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის, დუტერტეს სასამართლო პროცესი იწყება. როგორ აღმოჩნდა ის ბრალდებულის სკამზე

30 ნოემბერს ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს საქმის განხილვას იწყებს. მას ბრალად ედება კაცობრიობის...

Le Monde: თბილისში ათიათასობით პროევროპელი დემონსტრანტი შეიკრიბა

რეპრესიების მიუხედავად, ასობით ადამიანი ყოველდღე გამოდის საპროტესტო აქციებზე მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა- ასე...

კიევი მზად არის საბრძოლო მოქმედებები „შეხების ხაზის“ გასწვრივ შეაჩეროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ალ-ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი მზად არის საბრძოლო მოქმედებები „შეხების ხაზის“ გასწვრივ შეაჩეროს, თუმცა...

მრავალათასიანი პროტესტი თბილისში ივანიშვილის წინააღმდეგ–„საქართველო ევროპაა!“

თბილისში მრავალათასანი საპროტესტო აქცია გაიმართა ქართული ოცნების გადაწყვეტილების 2 წლისთავზე, რომლითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყდა. მას შემდეგ...

The Telegraph: ზელენსკიმ ყირიმის ხიდის სრულად განადგურების ბრძანება გასცა

უკრაინა ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილის განადგურებით არ შემოიფარგლება: ზელენსკიმ უკვე გასცა მისი სრულად განადგურების ბრძანება, – წერს The Telegraph....

ზუგდიდის მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს დადიანების სასახლის ყოფილი ხელმძღვანელი, ანზორ ოყუჯავა.მან დადიანების სასახლის დირექტორის პოსტი დაკავებამდე თვენახევრით ადრე დატოვა, თუმცა მედიაში...

UEFA-მ ბათუმის მატჩზე დისციპლინური გამოძიება დაიწყო და თურქული მხარის ვერსია უარყო

UEFA-მ (ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ) 26 ნოემბერს ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ ევროპა ლიგის მატჩზე მომხდარი ინციდენტების...

ჰაკან ფიდანი: ბათუმში მომხდარი ინციდენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონეს არ შეეფერება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებს „სრულიად მიუღებელს“ უწოდებს...

გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს – კობახიძე

უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების" მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ...

Amnesty International: საქართველოში თითქმის სრული დაუსჯელობაა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში საპროტესტო აქციების ორი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის...

მადლობა, ვინც ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა – ჰაპოელი

"მადლობა, ვინც ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა" -  ასე გამოეხმაურა, ისრაელური კლუბი ჰაპოელ ბეერ-შევა ბათუმში, მათსა და თურქულ ბეშიქთაშს შორის...