ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში ჰესის შესასვლელთან ადგილობრივმა მოსახლეობამ მთელი ღამე გაათენა. მათ ამ გზით ჰესის შესასვლელი გადაკეტეს, რათა ღამის განმავლობაში იქ მძიმე ტექნიკა არ შესულიყო.
„არ დავიშლებით, სანამ არ გადაწყდება ჩვენი სოფლის მდგომარეობა,“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ალი დიდვანიძე.
„გამოუშვეს მოჭარბებული წყალი თურქეთის ჰესიდან და აქ რაღაც ტექნიკური ხარვეზი ჰქონდათ, როგორც მე ამიხსნეს. დავიწყებთ თუ არა ზარალი ამის შესწავლას და და თუ არის რა ზარალია მიყენებული მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე. მოეთხოვება კომპანიას და გატარდება ყველა კანონით გათვალისწინებული სანქცია,“- აცხადებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მდინარე ჭოროხმა დასახლება დატბორა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლები საფრთხეშია და სოფლის დატბორვას ჰესის მშენებლობას უკავშირებენ.










