რა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას–ბარაბასია მოსაშორებელი – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პარლამენტის ხმაურიან სხდომას ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა:

“ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში…დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი.

რა კობახიძე,რა მურუსიძე,მდინარაძე და სხვა ბურატინოები,რა მალვინა ბესელია,კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი. და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება “9 წლით” მინდა მეათასედ გავიმეორო-ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში!
ის,ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას,იმას მე პირადად,ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.