“რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა”-ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის, განცხადებას გამოეხმაურა.
„ამ ადამიანს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, მისი სამეგობროა დღეს პროკურატურა, მისი სამეგობროა დღეს აღმასრულებელი ხელისუფლება. თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ. ან თუ რამე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად და როგორ უნდა მომძებნოს. ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და შესაბამისად, ოჯახიც ძალიან დაზარებულია. სიტყვებს სწორად ვარჩევ, არ გადავიდე გარკვეულ ზღვარს, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
სოსო რობაქიძე „შერატონ მეტეხი პალასში“ მივიდა და ხმაურიანი განცხადებები ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრესკონფერენციის დაწყებამდე გააკეთა. რობაქიძემ ოქრუაშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს.
მისი მისვლის დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადგილზე არ იმყოფებოდა.










