სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა 12:01, 20-11-2020 სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. 90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.