აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ვანო ფოცხვერაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ფოცხვერაშვილი 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში მაშინ დააკავეს, როდესაც მოსახლეობამ შენობების ნგრევისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ფოცხვერაშვილს პოლიციის მიმართ ძალადობას და წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
15 თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟი დაიწყო. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, პოლიცია და მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. შსს–მ 12 ადამიანი დააკავა, 11 კი იმავე დღეს გაათავისუფლა.





![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/03/15-218x150.jpg)








![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/03/15-100x70.jpg)