პრემიერი 9 აპრილზე: ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც თავისუფლებისკენ გაკვალა გზა

“ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე”,– ასე ეხმიანება პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 აპრილის ტრაგედიას.

“ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. 1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ხალხის ნებისადმი უხეში დაპირისპირება – საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც განსაზღვრა დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც.

9 აპრილი მუდამ სამშობლოსათვის თავგანწირვის და, ამავე დროს, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება. ამიტომაც, დღეს გმირულად დაცემულთა სახელებს ტკივილით, და ამავდროულად, სიამაყით ვიხსენებთ. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი თავდადებით სამშობლოს თავისუფლებისკენ გაკვალა გზა”,– წერს ღარიბაშვილი.

პოპულარული

ვენაში მძარცველებმა დღისით მუზეუმიდან 600 ბრილიანტით შემკული ყელსაბამი მოიპარეს

ვენაში მიმდინარეობს საერთაშორისო ოპერაცია ორი მამაკაცის მოსაძებნად, რომლებმაც მუზეუმიდან...

ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226...

WSJ: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტი ტრამპის საიდუმლო დავალება იყო

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი...

იტალიაში, გაეტას სანაპიროზე ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, გაეტის  პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დანაშაულის...

შაკიკის წინააღმდეგ უფრო ზუსტი წამლები გამოჩნდა – ექიმებმა რეკომენდაციები შეცვალეს

აშშ-ში შაკიკის პრევენციის რეკომენდაციები 14 წლის შემდეგ პირველად განახლდა....

ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, დილის საათებში...

გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა-ტარებისა...

რუსეთში ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის მე-2 დასავლეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ...

ყველა ამბავი

შაკიკის წინააღმდეგ უფრო ზუსტი წამლები გამოჩნდა – ექიმებმა რეკომენდაციები შეცვალეს

აშშ-ში შაკიკის პრევენციის რეკომენდაციები 14 წლის შემდეგ პირველად განახლდა. ახალი გაიდლაინები უკვე ითვალისწინებს თანამედროვე პრეპარატებს, რომლებიც უშუალოდ შაკიკის განვითარებაში...

აშშ-მა ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ირანზე ახალი დარტყმების განხორციელება დაიწყეს. „დარტყმები მოჰყვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბოლო...

კალასმა ევროკავშირს მოუწოდა უკრაინას გადასცეს გადამჭერი რაკეტები, რომლებსაც ვადა მალე ეწურებათ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას...

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი ბინა გაჩხრიკეს. სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილი ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს....

ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს..- ნიკა გვარამია

"ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს.." - მის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია...

ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს – ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

"ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს" - ასე ეხმაურება, ენმ-ის წევრი, ანა წითლიძე, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ...

ბათუმში დაკარგული ქალის ცხედარი ზღვაში იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.29 აგვისტოს გავრცელდა...

კობახიძე-მდინარაძის მმართველობისას მომხდარი თვითმკვლელობები პასუხგაუცემელია… – ღარიბაშვილის წერილი ციხიდან

ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც დეტალურად საუბრობს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიასთან დაკავშირებულ ეპიზოდზე და კითხვას...

პოლიცია მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით, თამაზ ელიზბარაშვილის მანქანას ჩხრეკს

პოლიციამ დღეს, 1 სექტემბერს, ლისის ტბასთან, ბიზნესმენისა და ძაღლების თავშესაფრის ხელმძღვანელის, თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილი გაჩხრიკა. ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად...

ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 31 აგვისტოს დადგენილება, რომლითაც შეიცვალა 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილება „სამხედრო...

ვარშავაში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს „კანონიერი ქურდი“, რომელიც ქართული კრიმინალური ჯგუფების ზედამხედველობას გეგმავდა

საქართველოდან პოლონეთში ჩასული „კანონიერი ქურდი“ ვარშავის აეროპორტში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს. ის პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა პირდაპირ აეროპორტის ტერმინალში, საპასპორტო...

იტალიაში, გაეტას სანაპიროზე ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, გაეტის  პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დანაშაულის ჩადენისას დააკავა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. მათ დამამძიმებელ გარემოებაში...