TV25 ქობულეთის სანდასუფთავებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.მათი ინფორმაციით, ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში დაახლოებით 15-მდე ადამიანია ფიქტიურად დასაქმებული. ჟურნალისტმა შეკითხვით დასუფთავების სამსახურის უფროსს მიმართა, რომელმაც საკუთარი ნათესავის დასაქმება არ უარყო.
“რას ხედავ ნეპოტიზმს, ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? არა შენს ცოლის ძმას ხო არ დავნიშნავდი აბა, დავნიშნე დიახ, მოვედი შევხედე ადგილები ცარიელი და მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე, რა არის ამაში ცუდი?”- აცხადებს ქობულეთის დასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე.