ადამიანი, რომელიც გუშინდელ აფეთქებას ბეწვზე გადაურჩა

{{ARTICLEIMAGE}}
16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარ ძლიერ აფეთქებას კორპუსის მაცხოვრებელი იხსენებს. ტელეკომპანია “კავკასიის” მემონტაჟე ილია ბუზალაძე newsreport.ge-სთან ამბობს, რომ ლიფტში შესვლისას ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნო, მისი დატოვების შემდეგ კი, აფეთქება მოხდა. ლიფტში ბუზალაძესთან ერთად ასევე იყო მისი მეზობელი, რომელიც მეექვსე სართულზე ჩავიდა და როგორც მოგვიანებით გაიგო, სწორედ ეს მეზობელი ემსხვერპლა აფეთქებას.  

“ლიფტიდან ფეხი გამოვდგი და მთელი ლიფტის კარებები და ბლოკები ზედ დამეცა, ლიფტი შახტაში ჩავარდა, უბრალოდ ორი ნაბიჯი გადმოვდგი ლიფტიდან… გადავრჩი, ოჯახიც გადამირჩა, ჯერაც ვერ ვხვდები, როგორ გადავრჩი… ხოდა.. გვიყვარდეს ერთამენთი რა, გვიყვარდეს, ერთი. ნაბიჯი დამაკლდა რომ ახლა სადღაც ლიფტის შახტაში უნდა ვეგდო, ზუსტად ერთი ნაბიჯი.. ღმერთმა გაანათლოს გარდაცვლილები და გაძლება ღმერთმა ჩემ მეზობელ ბიჭს ამ ტრაგედიის გადასატანად”.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების დროს 4 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.