“ადამიანი თუ არ შესრიალდა, ისე ვერ შეაღწევს საშხაპეში”-ფოთის სტადიონის ვიდეო

სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, ფოთის რეაბილიტირებულ სტადიონზე გადაღებული ვიდეომასალა  გავრცელდა. კადრები იმ საშხაპეს ასახავს, რომელიც ფეხბურთელებისთვისაა განკუთვნილი.

ვიდეოში ჩანს, რომ საშხაპე  სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

“ადამიანი თუ არ შესრიალდა, ისე ვერ შეაღწევს საშხაპეში” – ამბობს ვიდეომასალაში ”ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია.

ცხვიტარია პასუხს ზედამხვედველი სამსახურებისგან  მოითხოვს და მიიჩნევს, რომ ფული ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯება.