საია-ს ადვოკატის მიხეილ ჯახუას ინფრომაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. ადვოკატის განცხადებით, ის ჯერჯერობით არ იცნობს საქმის დეტალებს, შესაბამისად არ იცის კონკრეტულად რა მტკიცებულებები გააჩნია შსს-ს დაკავებულთა წინააღმდეგ.
საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. 6 პირის დაკითხვა ვაკის პოლიციის შენობაში აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულების სახით სამხრე კამერების ჩანაწერები აქვს, რომელსაც , სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე მტკიცებულის სახით წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე სულ 6 პირი დააკავეს, ექვსივე მათგანი ამ დროისთვის გათავისუფლებულია. მათ უფლებებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დაიცავს.