აეროპორტებში მგზავრებს ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ფრანგებიც შეამოწმებენ. ამის შესახებ 2 ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების განცხადებებიდან გახდა ცნობილი.
გიორგი გახარიას თქმით, ეს ღონისძიება პრევენციიდან გამომდინარე გატარდება. მინისტრებმა მიგრანტების პრობლემაზე ისაუბრეს.
„უვიზო მიმოსვლა საქართველოს ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი მიღწევაა. საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში წარმოდგენილები, ასევე ქართული საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან საფრანგეთში, იმ ქალაქებში, სადაც იქნება პირდაპირი ფრენები. იმისთვის, რომ ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში. ძირითადი ნაწილი აქ არის პრევენციაზე მუშაობა“, – აცხადებს შს მინისტრი.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საფრანგეთისთვის, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობაა.