აფეთქება დიდ დიღომში: წნევამ მეექვსე სართულიდან გადმოაგდო ერთ-ერთი მეზობელი

{{ARTICLEIMAGE}}
დიდი დიღომში მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველი კორპუსში აფეთქების დროს მომხდარ მძიმე შემთხვევას იხსენებს. მისი ინფორმაციით, აფეთქების დროს გამოწვეულმა წნევამ მეექვსე სართულიდან გადმოაგდო ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. აფეთქებამ ასევე გამოიწვია მოპირდაპირე მხარეს არსებული კორპუსების დაზიანება.