აფეთქება დიღმის მასივში. მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირია

დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქებას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების სამსახური, თუმცა მიზეზი და დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულია 4 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აფეთქება ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ გარდა მესამე სართულისა ზედა სართულების ბინებიც დააზიანა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით ბინა, სადაც აფეთქება მოხდა დაკეტილი იყო.