აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე. არიან დაშავებულები

თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია. აფეთქების შედეგად ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია შენობის ფასადის ნაწილი. წინასწარი ინფორმაციით დაშავებულია ორი ადამიანი. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე იმყოფებიან კომპანია თბილისი ენეჯის წარმომადგენლები. ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები ამ დღეებში დადიოდნენ და ამოწმებდნენ ოჯახებში გაზის დანადგარების გამართულობას. 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.