{{ARTICLEIMAGE}}
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამო ბრალდებების ადრესატი “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები გამოკითხვაზე დაიბარეს. თავად კომპანია განცხადების გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს, შსს გამოკითხვასთან დაკავშირებით დეტალებს ჯერ არ ავრცელებს.
კორპუსის მაცხოვრებელთა ცნობით, ცნობით, ადგილზე ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო მაცხოვრებლებმა “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები გამოიძახეს, თუმცა მათ შემოწმების შემდეგ ადგილი დატოვეს იმ მოტივით, რომ “ყველაფერი კარგად იყო”.
გამოიძახეს თუ არა “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო
ამ თემაზე წინასწარი საუბრისგან თავს იკავებს საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე. მისი თქმით, პრეტენზია მოქალაქეებისგან მოისმინა, თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვის. არ აქვს ინფორმაცია, არიან თუ არა შემთხვევის ადგილზე “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები.