აფეთქების სერია შრილანკის ეკლესიებში და სასტუმროებში. დაღუპულთა რიცხვმა 160–ს გადააჭარბა

ბზობის დღესასწაულზე შრილანკას ეკლესიებში და სასტუმროებში ერთდროულად მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე  160–ს გადააჭარბა. დაჭრილია ასობით ადამიანი.
გარდაცვლილთა შორის მინიმუმ ცხრა უცხოელია.
ბოლო, მეშვიდე აფეთქება ცოტა ხნის წინ ერთ–ერთ სასტუმროში მოხდა. მანამდე კი აფეთქება მოხდა ექვს ადგილზე. ერთდროულად აფეთქების ხმა ქალაქების: კოხჩაიკადის, ბატიკალოას და ნეგომბოს ეკლესიებში წირვის დროს გაისმა. ასევვე სასუმროებში – შანგრილა, სინამონ გრანდი და კინგსბერი. სამივე სასტუმრო დედაქალაქ კოლომბოს ცენტრში მდებარეობს.

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ფოტოები, წმინდა სებასტიან ნეგომბოს ტაძრიდან, სადაც აფეთქების შედეგად ჭერი ჩამოინგრა.
ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.