თბილისში, გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით ადგილობრივი გამგეობა უზრუნველყოფს. ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.
21 ოჯახიდან 13 ოჯახი სასტუმროში დაბინავდება. დანარჩენი რვა დღეს ახლობლებთან დარჩება. დიდუბის გამგებლის თქმით, გამგეობა მზად არის, ისინიც დააბინაოს.
კორპუსის მე-3 და მე-4 სადარბაზოში ელექტროენერგია და წყალი გათიშულია. მიმდინარეობს შენობის მდგრადობის შესწავლა. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა და დაზარალებულებს მაქსიმალურად დაეხმარებიან.
დიღმის მასივში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება დღეს დილით მოხდა. შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.ისინი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩებიან.