გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია გამოეხმაურა. გვარამიას აზრით, ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებით საზოგადოებას დასცინის.
“აი, ისეთი თანმიმდევრული მოძალადეა ტიპი და ისე აფიშირებულად აბანძებს ერს, ისე ღიად ფეხებზე იკიდებს საზოგადოებრივ აზრს და დიამეტრალურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებით დასცინის, რო მგონი უკვე ამ თანმიმდევრულობაზე კაიფის დაჭერა შეიძლება.
თან როგორი დიდებულად რუსული დანიშვნები: პრემიერი – რუსი, თავდაცვა წაართვა ამერიკელებისთვის მისაღებ და დალაგებულ იზორიას და ჩააბარა რუსს.
ოფიციალური კრასნოდარის კრაი გამოცხადდა. ლიკუეტ სტალიცა გრუზიი.
ps არა, Giorgi Gabunia თქვენს მიერ დაწუნებული პუტინის გაპუტვით რო ეთერშია საჭირო, წყალი აღარ გაუვა. თან, მგონი, ყოველ დღე.
ისე ხო არ მოგეწონათ გინება? არც მე, მართალი ვთქვა. ხოდა ახლა მოვიწონოთ კრასნოდარის აკრაინა რო ვართ.
pps კაი კომში ცოდნია კუბანში და კრასნოდარში, ისე. მიყვარს კომში”-წერს გვარამია.