ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მან ხმათა 47.38 პროცენტი მიიღო, მისმა მოწინააღმდეგე ალხას კვიცინიამ კი – 46.19 პროცენტი. შედეგებს არ ეთანხმება ალხას კვიცინია და აპირებს რომ გაასაჩივროს.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ 152 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. საარჩევნო უბნებზე 83 000-მდე ადამიანი მივიდა.













