ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის- სალომე ზურაბიშვილის აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადებას ეხმიანება. როგორც “სპუტნიკ- აბხაზია” წერს, რაულ ხაჯიმბასთვის საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ამ ეტაპზე საინტერესო არ რის. ხაჯიმბა ამბობს, რომ აფხაზეთს ჰყავს მოკავშირე – რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც რესპუბლიკა მუშაობს, სხვა ყველაფერი კი მისი შეფასებით- უაზრო ლაპარაკია.
„ამ სიტუაციაში საქართველო მე არ მაინტერესებს. მათ განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოსთვის არ აქვთ”, – განაცხადა ხაჯიმბამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
სალომე ზურაბიშვილს სჯერა ,რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. პრეზიდენტი რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ “დამოუკიდებლობის” აღიარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მისი უმთავრესი სურვილი და მიზანია, მისი პრეზიდენტობის ვადაში მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. პრეზიდენტის თქმით, ქართველთა გარეშე აფხაზთა და ოსთა ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა ვერ მოხდება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოკუპაციით შექმნილი პრობლემებისა, ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გადაჭრას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ბიზნეს-ინტერესების პრობლემები.