აფხაზეთში მორიგი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია

აფხაზეთის  მორიგი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 22 მარტს გაიმართება.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომლის შედეგადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მაშინ რაულ ხაჯიმბა გახდა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ სოხუმში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, ოპოზიციონერებმა შტურმით აიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა.