აფხაზმა რუსეთის პასპორტი დაწვა

ფეისბუქზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ბესლან ჭკადუას ვიდეო ვრცელდება, რომელიც თურქეთში იმყოფება და თავის რუსულ პასპორტს წვავს იმის გამო, რომ აფხაზეთში დაბრუნება შეძლოს. რატომ გახდა აფხაზეთში დასაბრუნებლად საჭირო რუსეთის მოქალაქის დოკუმენტის განადგურება, ვიდეოდან არ ჩანს, თუმცა ჭკადუა ამბობს, რომ მას არ აქვს რუსული პასპორტი, აქვს მხოლოდ მწვანე პასპორტი და მიმართავს ე.წ. საკონსულო სამსახურს, აფხაზეთში დააბრუნონ.

ვიდეოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ. რუსეთის საკონსულო გამოეხმაურა, სადაც განაცხადეს, რომ ჭკადუას საქციელი მასვე ვნებს და შეურაცხყოფს, – როგორც რუსეთის მოქალაქეს და არსებითად ართულებს მის სამართლებრივ სტატუსსა და გადაადგილებას, ხოლო მის მეორე ფეისბუქ-სტატუსზე, რომელშიც ჭკადუა წერს, რომ ის არცერთ სახელმწიფოს არ შეურაცხყოფს, ე.წ. საკონსულოში თქვეს, რომ როგორც გაარკვიეს, „აფხაზეთში მდებარე რუსეთის საკონსულოს ჭკადუაზე რუსეთის პასპორტი გაცემული არ აქვს, ხოლო მისი საქციელი გათვალისწინებული იქნება, როცა ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის რუსეთის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს მიმართავს“.