სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც აფრიკელი ბავშვები ქართული დროშის ფონზე რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ. პროტესტის ამსახველი ვიდეო-კაადრები ფეისბუქზე გიგა თედორაძემ გაავრცელა. ვიდეოს ავტორი მეზღვაური გოჩა მესხიძეა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის ციხისძირის მკვიდრია. ვიდეოს გადაღების ადგილს რაც შეეხება, ზუსტი ლოკაცია უცნობია.