ავტოსაგზაო შემთხვევა აგარაში – ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ელექტრომობილი 35 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყებამ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.