ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი თეონა გეგელია, თანამშრომლების პროტესტს უერთდება და აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებს.
“აღარ მიმყავს და არც ახალი სეზონიდან წავიყვან გადაცემას ტელეკომპანია „იმედზე“, მაგრამ ვრჩები ტელევიზიის საინფორმაციო ვებგვერდის imedinews.ge-ს მთავარ რედაქტორად და ვუერთდები „ქრონიკის“ ჟურნალისტების პროსტეტს. არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული ფილმის ხარისხს და სულისკვეთებას. „მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!”-წერს გეგელია.
შეგახსენებთ, საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული ფილმი ამავე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა გააპროტესტეს.














